28-03-2024
ეს არის ერთ-ერთი ახლი ინფორმაცია -„საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა მაკრონის პარტიის ინიციატივას, რომელიც გარე ჩარევასთან საბრძოლველად ლობისტების რეესტრის შექმნას ითვალისწინებს.“ და არაფერიც ალბათ ეს კანონი გავა, თან ისე რომ აზრადაც არ მოუვა თავში არავის, რომ მას ან რუსული უწოდოს ან აქციები და გამოსვლები მოაწყოს (ისე, საფრანგეთში იციან გამოსვლები და აქციები თუ იციან თან მხლები მტვრევა-ნგრევებით!). - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, როდესაც მსგავსი ინფორმაცია საქართველოში გავრცელდა, ანალოგიურ კანონპროექტს "რუსული" უწოდეს და არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო დონეზეც გააპროტესტეს.
"ეს არის ერთ-ერთი ახლი ინფორმაცია -„საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა მაკრონის პარტიის ინიციატივას, რომელიც გარე ჩარევასთან საბრძოლველად ლობისტების რეესტრის შექმნას ითვალისწინებს.“ და არაფერიც ალბათ ეს კანონი გავა, თან ისე რომ აზრადაც არ მოუვა თავში არავის, რომ მას ან რუსული უწოდოს ან აქციები და გამოსვლები მოაწყოს (ისე, საფრანგეთში იციან გამოსვლები და აქციები თუ იციან თან მხლები მტვრევა-ნგრევებით!).
აი, ასეთი ინფორმაცია რომ გავრცელდეს -„საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა მმართველი პარტიის ინიციატივას, რომელიც გარე ჩარევასთან საბრძოლველად ლობისტების რეესტრის შექმნას ითვალისწინებს.“ ოო, მაშინ იცით რა მოხდება, უფრო სწორედ რა მოხდა: იმ წამსვე უწოდეს რუსული კანონი, არა მარტო აქაურებმა, არამედ იქაურებმაც, ცალკე პარლამენტარები, ცალკე არასამთავრობოები, ცალკე ელჩები გაიძახოდნენ, რომ არ გინდათ რუსული კანონიო, ცალე ევროპარლამენტარები, შემდეგ ეს ყველაფერი არეულობაში გადაიზარდა, მოლოტოვის კოქტეილებში და ასე შემდეგ. ისე რა ძირითად განსხვავება ზემოთ მოყვანილ ორ ციტატას შორის-ერთში წერია "საფრანგეთი" მეორეში "საქართველო" და რა ვქნათ ახლა, გავაგზავნოთ საფრანგეთში აქედან ხალხი, რომ რუსული კანონი არ მიიღონ თუ ჩვენვე მივიღოთ იქაური, ამჯერად ფრანგული კანონი?!" - წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.