გაიგე განსხვავებული

შაბათი, მარტი 01, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით კაჭარავა: ჯანსაღი ცხოვრების წესი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმისთვის, რომ ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონები გამოვიდნენ, იმისთვისაც, რომ ის ადამიანებს მინიმუმ, ჯანმრთელობას უნარჩუნებს

28-03-2024

ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშესაწყობად მასობრივი სპორტის მხარდაჭერის აუცილებლობაზე ისაუბრა „ხალხის ძალის“ წევრმა დავით კაჭარავამ ჟურნალისტებთან საუბრისას. დავით კაჭარავამ, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრის რანგში დღეს შიდა ქართლის რეგიონში სპორტული ინფრასტრუქტურა მოინახულა. დეპუტატი რეგიონში არსებულ პრობლემებს ადგილზე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გაეცნო.


დავით კაჭარავას თქმით, შიდა ქართლის რეგიონი გამოირჩევა უამრავი ოლიმპიური ჩემპიონით, რაც ერთგვარი სტიმულია ახალგაზრდებისათვის.


„შიდა ქართლის რეგიონიდან გვყავს უამრავი ოლიმპიური ჩემპიონი და სახელოვანი სპორტსმენები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როგორც პროფესიული სპორტის, ასევე მასობრივი სპორტის განვითარება იმისთვის, რომ ახალგაზრდებს მიეცეთ საშუალება ჩაერთონ სპორტის ნებისმიერ სახეობაში, რომლის დაუფლების სურვილი აქვთ.


ჯანსაღი ცხოვრების წესი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმისთვის, რომ ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონები გამოვიდნენ, იმისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი ადამიანებს მინიმუმ, ჯანმრთელობას უნარჩუნებს და სწორი ცხოვრების წესს ასწავლის,“ - განაცხადა დავით კაჭარავამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31