გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
შოუბიზნეს დაიჯესტი
"Victoria’s Secret"-ის "ანგელოზი" კენდის სვეინპოლი "პლანეტის ყველაზე სექსუალურ დედად" აღიარეს

19-12-2017

"Victoria’s Secret"-ის სამოდელო სააგენტოს მოდელმა კენდის სვეინპოლმა, რომელიც ცნობილია, როგორც პლანეტის ყველაზე სექსუალური სუპერმოდელი, რამდენიმე დღის წინ, განაცხადა, რომ ფეხმძიმედ არის და მეორე შვილს ელოდება.

ჟურნალ "ELLE"-ს ინფორმაციით, კენდიმ ინსტაგრამზე, ფოტო გამოაქვეყნა, სადაც აშკარად ჩანს, რომ ორსულად არის. რამდენიმე ხნის წინ, კი პაპარაცებმა, ბრაზილიაში, ზღვის სანაპიროზე, დააფისირეს. მოდელი, მეგობრებთან და ოჯახთან ერთად ისვენებს, ფოტოზე, კენდი, მის 2 წლის ვაჟთან, ანაკთან ერთად პოზირებს.

ფეხმძიმე მოდელი, ფანტასტიკურად გამოიყურება და ისევ ისეთ ფორმაშია, როგორიც ცოტა ხნის წინ, "Victoria’s Secret"-ის შოუზე.

სოციალურ ქსელებში, სვეინპოლს, საოცარი გარეგნობის ზეადამიანად მოიხსენებენ. აღსანიშნავია, რომ პირველი მშობიარობის შემდეგ, მოდელი, მალე დაუბრუნდა სააგენტოს, ამ ეტაპზე კი, მას, პლანეტის ყველაზე სექსუალურ დედად აღიარებენ. კენდიმ, რამდენიმე დღის წინ, განაცხადა, რომ სპორტულ ცხოვრებას, თავს არ დაანებებს, რადგან ვარჯიში, არა მარტო სხეულის ფორმის კორექციაში ეხმარება, არამედ მშობიარობასაც უმსუბუქებს.

შეგახსენებთ, რომ კენდის სვეინპოლმა და მისმა მეუღლემ, ჰერმან ნიკოლმა, ერთმანეთი, პარიზის კასტინგზე იმ დროს გაიცნეს, სანამ მოდელი, სამოდელო კარიერაში ჩაერთვებოდა - როცა კენდი, 17 წლის იყო, ხოლო მისი რჩეული, 20-ის.

წყარო: "პრაიმტაიმი"

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031