გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: საზოგადოება ხედავს ყველაფერს და გვარამია ვერ გაქცევა იმას, რომ სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა მისი დამნაშავეობა

29-03-2024

საზოგადოება ხედავს ყველაფერს და გვარამია ვერ გაქცევა იმას, რომ სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა მისი დამნაშავეობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ქუთაისში განუცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ის კიდევ ერთხელ დაესხა თავს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს.


„გვარამიასთვის ძალიან მტკივნეულია ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო სტრასბურგის სასამართლომ. ის კიდევ ერთხელ დაესხა თავს ამ კონკრეტულ ინსტიტუტს, რასაც ჰქვია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო და მისთვის გაეროსთვის მიმართვა არის პატარა ტრიუკი, რომლითაც ცდილობს გაექცეს მისთვის მტკივნეულ გადაწყვეტილებას, თუმცა საზოგადოება ხედავს ყველაფერს და გვარამია ვერ გაქცევა იმას, რომ სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა მისი დამნაშავეობა. ქართულმა საზოგადოებამ იცის, თუ რა დანაშაული ჩაიდინა გვარამიამ, კონკრეტულ შემთხვევაში. წარსული დანაშაულები კიდევ უფრო კარგად იციან, აქედან გამომდინარე, ვერავითარი ტრიუკებით ამ დანაშაულებისთვის პასუხისმგებლობას გვარამია თავიდან ვერ აირიდებს", - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930