გაიგე განსხვავებული

შაბათი, მარტი 01, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თავდაცვის ძალების მეთაურმა აშშ-დან დაბრუნებულ სამხედროებს წარმატება მიულოცა

30-03-2024

აშშ-ის ჯორჯიის შტატში გამართულ „საუკეთესო მებრძოლის შეჯიბრში“ ქართველმა სამხედროებმა წარმატებით იასპარეზეს. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა შეჯიბრებიდან დაბრუნებულ სამხედროებს, უმცროს სერჟანტ პაატა საბიაშვილსა და კაპრალ-სპეციალისტ ირაკლი ნოზაძეს წარმატება მიულოცა და მხარდაჭერა აღუთქვა.


თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართველი და ამერიკელი სამხედროები სროლებში, სრული აღჭურვილობით მარშ-ნახტომში, ფიზიკური ნორმატივის ჩაბარებაში, სამხედრო ტოპოგრაფიაში, საცეცხლე და სამედიცინო მომზადებაში, კავშირგაბმულობის კუთხით, ასევე რქბ გარემოსა და წყალში მოქმედებაში შეეჯიბრნენ.


„საუკეთესო მებრძოლის შეჯიბრი“ საქართველოს თავდაცვის ძალების აშშ-ის ჯორჯიის შტატთან 30-წლიან თანამშრომლობას მიეძღვნა და მასში საქართველოს თავდაცვის ძალებისა და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის სამხედროებმა მიიღეს მონაწილეობა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31