გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: ანომალიაა, რომ "ნაცენჯეოებმა" ნაწილობრივ შებღალეს სამოქალაქო სექტორი, დაუშვებელია უმცირესობის ბატონობის მცდელობა საზოგადოების უმრავლესობის აზრზე და ქვეყნის შიდა საქმეებში გარედან თავხედური ჩარევები

30-03-2024

“დაუშვებელია უმცირესობის ბატონობის მცდელობა საზოგადოების უმრავლესობის აზრზე და ქვეყნის შიდა საქმეებში გარედან თავხედური ჩარევები!”- წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე, რითაც პარლამენტის თავმჯდომარის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც “შალვა პაპუაშვილი: სამწუხაროა, რომ რამდენიმე ენჯეოს წყალობით, მართლმსაჯულების საკითხებში უცხოური ორგანიზაციების მონაწილეობა დღეს გაიგივდა სასამართლო ხელისუფლებაზე თავდასხმასთან, მორალურ ტერორთან, ანუ ყველაფერ იმასთან, რაც ანტიევროპაა”.


ანალიტიკოსის თქმით, ბოლშევიზმი და კოლონიალიზმი ქართველმა ერმა დიდი ხანია წარსულს ჩააბარა, ხოლო ვისაც სურს ამის რეინკარნაცია არის ანგარებიანი, უსამშობლო აუტსაიდერი და ანტი-ლიბერალი.


“ანომალიაა, რომ "ნაცენჯეოებმა" ნაწილობრივ შებღალეს სამოქალაქო სექტორი, ხოლო ჩვენს სუვერენიტეტზე თავდამსხმელი დასავლელი აქტორები რუსული პროპაგანდის ინსტრუმენტებად იქცნენ.


დაუშვებელია უმცირესობის ბატონობის მცდელობა საზოგადოების უმრავლესობის აზრზე და ქვეყნის შიდა საქმეებში გარედან თავხედური ჩარევები!

ბოლშევიზმი და კოლონიალიზმი ქართველმა ერმა დიდი ხანია წარსულს ჩააბარა, ხოლო ვისაც სურს ამის რეინკარნაცია არის ანგარებიანი, უსამშობლო აუტსაიდერი და ანტი-ლიბერალი”- წერს გია აბაშიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930