24-09-2018
თელავში 75 წლის მამაკაცი ღვინის რეზერვუარში ჩავარდა და გარდაიცვალა. შემთხვევა სოფელ ქვემო ხოდაშენში მოხდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, 75 წლის მამაკაცი 5-ტონიან რეზერვუარში ჩავარდა, რომელიც ღვინით იყო სავსე.
მამაკაცის ცხედარი რეზერვუარიდან შემთხვევის ადგილზე მაშველების მისვლამდე ამოასვენეს.
16-11-2024
16-11-2024