გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამთა მეგრელიშვილი: სტრასბურგის გადაწყვეტილებით ნიკა გვარამიასთან მიმართებით ქართული სასამართლოს სამართლიანობა დადასტურდა, აშშ-სა და ევროკავშირის ყოფილი ელჩები კი პირდაპირ ტყუილში იქნენ მხილებულნი

1-04-2024

„ვხედავთ, რომ ნიკა გვარამია ღია პოლიტიკურ თამაშში შემოვიდა, შესაბამისად, მას აღარ სურს კრიმინალის მანტია ჰქონდეს. მას სურს, რომ უდანაშაულო ადამიანის მანტია მოირგოს, რაც, რა თქმა უნდა, არ გამოუვა“, - ამის შესახებ მედიასთან პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა თამთა მეგრელიშვილმა განაცხადა.


თამთა მეგრელიშვილმა ისაუბრა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ნიკა გვარამიასთან მიმართებით და აღნიშნა, რომ ამით ქართული სასამართლოს სამართლიანობა დადასტურდა.


„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ნიკა გვარამიას საჩივარი განხილვაში არც კი მიიღო. ამით სტრასბურგმა თქვა, რომ ნიკა გვარამია რეალურად დამნაშავეა, რომელიც გასამართლდა ისე, როგორც გასამართლდა და ეს სრულიად კანონიერი იყო, მიუხედავად იმისა, ამას ნიკა გვარამია აღიარებს თუ - არა. სტრასბურგის გადაწყვეტილებით ნიკა გვარამიასთან მიმართებით ქართული სასამართლოს სამართლიანობა დადასტურდა და პირდაპირ ტყუილში იქნენ მხილებულნი კელი დეგნანი და ევროკავშირის ყოფილი ელჩი ჰარცელი, ასევე, ბევრი ევროპარლამენტარი, რომლებიც მიჩნევდნენ, რომ ნიკა გვარამიას საქმეს პოლიტიკური შინაარსი ჰქონდა“, - განაცხადა თამთა მეგრელიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930