გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თაჯან ილდემი: ნატო-საქართველოს პარტნიორობა იმაზე მტკიცეა, ვიდრე ოდესმე

24-09-2018

საჯარო დიპლომატიის საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწემ, თაჯამ ილდემმა სტრატეგიული კომუნიკაციების ფორუმის მონაწილეებს ვიდემიმართვა გამოუგზავნა, რომელშიც ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე  და სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობაზე საუბრობს.

 

„გამორჩეული პატივია ჩემთვის მივმართო სტრატეგიული კომუნიკაციის ფორუმის მონაწილეებს ამ ვიდეო მესიჯით, ორი კვირის წინ მშვენიერ ქალაქ თბილისში ვიზიტის შემდეგ.

 

აღნიშნული ვიზიტის დროს პატივი მქონდა შევხვედროდი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ქალბატონ ქაცარავას. ორივე შეხვედრისას ჩვენ განვიხილეთ რიგი საკითხები. პირველ რიგში, საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და ბრიუსელის სამიტის შედეგების შესახებ, რომელიც ივლისში გაიმართა. საუბარი ასევე შეეხო საზოგადოებასთან კომუნიკაციის მიმართულებით აქტივობების გაძლიერებას.

 

ნატოს მოკავშირეები სრულად უჭერენ მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ბრიუსელის სამიტის შეხვედრაზე ყველა მოკავშირე, 29 სახელმწიფოს ლიდერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. ეს გაგრძელებაა იმ გადაწყვეტილებისა, რომელიც ბუქარესტის სამიტზე იქნა მიღებული 2008 წელს. მათ ასევე კიდევ ერთხელ ცალსახად დაადასტურეს საქართველოს ტერიტირიული მთლიანობის მხარდაჭერა, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

 

ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს ქართველ მეგობრებთან ერთად, რათა მოვამზადოთ საქართველო წევრობისთვის. საქართველომ შთამბეჭდავი პროგრესი განიცადა რეფომების კუთხით - დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაციის, ეკონომიკური განვითარების, უსაფრთხოებისა და თავდაცვის უფრო ეფექტიანი  ინსტიტუტების და შეიარაღებული ძალების მოდერნიზების მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ ფოკუსი კვლავ რჩება ამ რეფორმების სრულ იმპლემენტაციაზე.

 

მეორე მხრივ, საქართველოს აქვს უპრეცედენტო მხარდაჭერა და დახმარება ნატოს მხრიდან და აქვს ყველა საჭირო ინსტრუმენტი წევრობისთვის მოსამზადებლად.

 

ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში უკვე მიმდინარეობს საქართველოს თავდაცვითი მიმართულებით რეფორმების მხარდაჭერის გაძლიერება, მათ შორის აღსანიშნავია ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნების ცენტრის თბილისის გარეთ. ეს ცენტრი ფუნქციონირებს და ხელს უწყობს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და მდგრადობას.

 

უნდა გავიხსენოთ თუ რამდენად უნიკალურია ნატოს ურთიერთობა საქართველოსთან. თქვენ ხართ ერთ-ერთი  ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი მოკავშირე და პარტნიორი ნატოს ოპერაციებში და ჩვენ მადლიერი ვართ საქართველოსი, იმ  წვლილის გამო, რომელიც მიუძღვის „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ განხორციელებაში, ავღანეთში. ასევე, მადლობას ვუხდით საქართველოს მისი კონტრიბუციისთვის შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობის კუთხით, სადაც ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს თანამშრომლობას. ველით მომდევნო წლებში ნატო-საქართველოს წვრთნებს ფართო მოკავშირეობის მონაწილეობით.

 

ამგვარად, ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებით განვაცხადოთ, რომ ნატო-საქართველოს პარტნიორობა იმაზე მტკიცეა, ვიდრე ოდესმე.

 

ნატო აერთიანებს მოკავშირე ქვეყნებს, რომლებიც იზიარებენ ერთნაირ ღირებულებებს, მოკავშირეები და პარტნიორები, თავიანთ დემოკრატიულ მთავრობებთან ერთად იღებენ პასუხისმგებლობას რომ ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას თავიანთი საგარეო და თავდაცვითი პოლიტიკის შესახებ, რათა ჰქონდეთ მათი მხარდაჭერა. ეს მხარდაჭერა თავისით არ მოდის. ის მოითხოვს მუდმივ და თავდადებულ ძალისხმევას, რათა გვქონდეს საზოგადოების მდგრადი მხარდაჭერა. ამას ვცდილობთ ნატოში. ჩვენთვის სტრატეგიული კომუნიკაცია არის საქმიანობის ძირითადი არეალი, რომელიც გვეხმარება, რომ  კომუნიკაცია განვახორციელოთ როგორც ჩვენ შიდა აუდიტორიასთან, ასევე გლობალურ საზოგადოებასთან, ეფექტიანი გზებით. ამის გამო ჩვენ ვართ სანდო  და ეს არის ის, რაზეც არასდროს ვიტყვით უარს, მაშინ როდესაც გვიპირისპირდება საინფომრაციო პროპაგანდა.

 

ჩვენ ყველამ ვიცით, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებს, რომლის მიზანი არის ნატოში გავწევრიანება, აქვს ძლიერი მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან. თუმცა ეს არ ნიშნავს რომ თქვენ არ გჭირდებათ საზოგადოებასთან კომუნიკაცია და ინფორმირება ეფექტიანი გზებით. ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოს მთავრობასთან და ეს ძალისხმევა მიზნად ისახავს სტრატეგიული კომუნიკაციების შესაძლებლობების გაძლიერებას. მისასალმებელია პარლამენტის ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს მისი მხარდაჭერის ჩართვას არსებული სტრატეგიული კომუნიკაციის გაძლიერებისათვის. ჩვენ ყველას გვჭირდება რომ ჩვენი ნარატივი სწორად იყოს წარმოჩენილი საინფორმაციო სივრცეში, რათა ჩვენმა საზოგადოებებმა გაარჩიონ რა არის სიმართლე და რა არის ყალბი და ჩვენმა პოტენციურმა მოწინააღმდეგეებმა გააანალიზონ, თუ რისთვის ვდგავართ და რას ვემსახურებით.

 

დასკვნის სახით, მინდა გამოვხატო კომპლიმენტები ამ ფორუმის ორგანიზატორების მიმართ და გისურვოთ ნაყოფიერი აზრთა გაცვლა-გამოცვლა განხილვების დროს“ - ნათქვამის თაჯან ილდემის ვიდეომიმართვაში.

 

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031