გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამარ ჩიბურდანიძე: მაშინაც მიუღებელი იყო ამერიკის საელჩოს სანქციები მოსამართლეებზე და დღესაც მიუღებელი იქნება მათი უარი სანქციების მოხსნაზე

2-04-2024

„იმედია, სტრასბურგის სასამართლო მაინც არის ანგარიშგასაწევი ამერიკისთვის და მათ სანქციებს უდანაშაულო მოსამართლეებზე უკან წაიღებენ“, - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი თამარ ჩიბურდანიძე წერს.


თამარ ჩიბურდანიძე აღნიშნავს, რომ პარტნიორი ქვეყნები ისე არ იქცევიან, როგორც ამერიკის ყოფილი ელჩი ქართველ მოსამართლეებს მოექცა.


„მამუკა მდინარაძის მიმართვა ამერიკის ელჩისადმი მოსამართლეებზე სანქციების მოხსნის თაობაზე, არის სამართლიანი მოთხოვნა პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლების მიმართ. თუმცა, პარტნიორი ქვეყნები ისე არ იქცევიან, როგორც ამერიკის ყოფილი ელჩი ქართველ მოსამართლეებს მოექცა.


მაშინაც მიუღებელი იყო ამერიკის საელჩოს სანქციები მოსამართლეებზე და დღესაც მიუღებელი იქნება მათი უარი სანქციების მოხსნაზე. მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის შიგნით მხოლოდ ოპოზიციასთან არ უნდა თანამშრომლობდეს მათი ინტერესების დასაცავად. პარტნიორი ქვეყნები ჩვენი ქვეყნის ინტერესებს უნდა იცავდნენ.


სასამართლოზე შეტევა და სამართლიანი მოსამართლის რეპუტაციის შელახვა მხოლოდ იმიტომ, რომ მან ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი კრიმინალისთვის გაასამართლა, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. იმედია, სტრასბურგის სასამართლო მაინც არის ანგარიშგასაწევი ამერიკისთვის და მათ სანქციებს უდანაშაულო მოსამართლეებზე უკან წაიღებენ“, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930