გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სს „ქართული ლუდის კომპანიის” ახალი, საბავშვო პროდუქტი „ჩერო გმირები“ უკვე ხელმისაწვდომია

24-09-2018

მორიგი სიახლე სს „ქართული ლუდის კომპანიისგან - “დღეიდან ბაზარზე ახალი საბავშვო პროდუქტი „ჩერო გმირები“ გამოჩნდება.


კომპანიის მენეჯმენტის განმარტებით, ბავშვებში „ჩერო“ საკმაოდ პოპულარული წვენია და შესაბამისად „გმირები“ მათ ნატურალური წვენებისადმი სიყვარულს კიდევ უფრო გაზრდის.


„სურვილი გვქონდა შეგვექმნა პირველი ქართველი სუპერ გმირები, რომლებიც ერთდროულად განასახიერებდნენ როგორც ხილებს, ასევე ვიტამიენებს და მათ დადებით თვისებებს. სურვილი რეალობად ვაქციეთ და ასე დაიბადა „გმირები“, აცხადებს სს „ქართული ლუდის კომპანიის“ ბრენდმენეჯერი ირაკლი გელაძე.
სს „ქართული ლუდის კომპანიისთვის“ პროდუქციის ხარისხი უმნიშვნელოვანესია. ჩერო „გმირები“ ჩვეულებრივი „ჩეროს“ მსგავსად ჩამოსხმულია ასპეტიკური ტექნოლოგიით, რაც თავის მხრივ საშუალებას იძლევა მაქსიმალურად შენარჩუნებულ იქნას ხილში არსებული ვიტამინები და სასარგებლო თვისებები.


„თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ „ჩერო“ შეიცავს იმ საჭირო ვიტამინების დღიურ ნორმას, რომელიც აუცილებელია ჩვენი პატარებისთვის“, განმარტავს ბრენდმენეჯერი.


ჩერო „გმირები“ 5-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფზე გათვლილი საბავშვო სასმელია, რომელსაც 0,25 ლიტრიანი შეფუთვა აქვს და მასზე დატანილ გმირებში კარგად ჩანს თავად ამ გმირების ძლიერი მხარე და ის ვიტამინები, რომლებსაც თავის მხრივ წვენი შეიცავს და ბავშვებისათვის სასარგებლოა.


სასმელის შეფუთვაზე გამოსახული სხვადასხვა გმირები განასახიერებენ ბავშვებს სუპერ შესაძლებლობებით.


ალუბალი - ალუ და ბალი (ტყუპები, ქარივით სწრაფები);


ვაშლი - კაპიტანი ვაშლი (რკინასავით ძლიერი);


ფორთხოალი - დოქტორი ცევი (მკურნალი, ცნობისმოყვარე);


ბროწეული - ბროწო მაგი (ინტელექტუალი);


მულტიხილი - მულტი გოგო (ჭკვიანი, გაჯეტების მოყვარული, თანამედროვე);


სს „ქართული ლუდის კომპანიას“ „ჩეროს“ ხაზის განვითარებასთან დაკავშირებით საკმაოდ დიდი გეგმები აქვს.


ჩერო „გმირები“ კიდევ ერთი ნაბიჯია ამ ბრენდის პოპულარიზაციისთვის, როგორც საქართველოში ასევე ექსპორტიორ ქვეყნებში.


2018 წლის ბოლომდე „ჩერო“ კიდევ 2 ახალი სახეობის დამატებას გეგმავს, რაც „გმირების“ პორტფელში ავტომატურად 2 ახალი გმირის დამატებას გულისხმობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930