გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რატი იონათამიშვილი: გახარიამ ერთი მხრივ, აღიარა, რომ „ქართული ოცნება“ უდავოდ იგებს არჩევნებს, მეორე მხრივ გასცა კოლექტიური ნაცმოძრაობის გეგმა

3-04-2024

გახარიამ ისეთი აღიარება გააკეთა, უფრო მეტი წარმოუდგენელია. ერთი მხრივ, აღიარა, რომ „ქართული ოცნება“ უდავოდ იგებს არჩევნებს, მეორე მხრივ გასცა კოლექტიური ნაცმოძრაობის გეგმა, რომ ისინი არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების ლეგიტიმაციაზე დარტყმისთვის ემზადებიან და ამაში ისევ ე. წ. არასამთავრობო ორგანიზაციების იმედი აქვთ - წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტერგაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი.


რატი იონათამიშვილი პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას მიერ სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნებულ სტატუსს ეხმიანება, რომლის თანახმად, მმართველი პარტია „გამჭვირვალობის კანონის“ შემოღებით აპირებს შეარყიოს ნდობა ქართული და საერთაშორისო სადამკვირვევლო ორგანიზაციების და მათი დონორების მიმართ, რათა მოამზადოს საფუძველი არჩევნების მანიპულაციური შედეგების საჯარო აღიარებისთვის”

მისი თქმით, გარდა ლგბტ პროპაგანდის, ექტრემიზმის, რადიკალიზმის, რევოლუციური გეგმების მხარდაჭერისა, როგორც ჩანს მთავარი ფინანსური მოლოდინი მათ ცესკო-ს და არჩევნების საწინააღმდეგო კამპანიის და რევოლუციური გეგმების მიმართულებით აქვთ. სწორედ ამიტომ არ აწყობთ ფინანსების გამჭვირვალობა.


„გახარიამ ისეთი აღიარება გააკეთა, უფრო მეტი წარმოუდგენელია. ერთი მხრივ, აღიარა, რომ „ქართული ოცნება“ უდავოდ იგებს არჩევნებს, მეორე მხრივ გასცა კოლექტიური ნაცმოძრაობის გეგმა, რომ ისინი არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების ლეგიტიმაციაზე დარტყმისთვის ემზადებიან და ამაში ისევ ე. წ. არასამთავრობო ორგანიზაციების იმედი აქვთ.


გარდა ლგბტ პროპაგანდის, ექტრემიზმის, რადიკალიზმის, რევოლუციური გეგმების მხარდაჭერისა, როგორც ჩანს მთავარი ფინანსური მოლოდინი მათ ცესკოს და არჩევნების საწინააღმდეგო კამპანიის და რევოლუციური გეგმების მიმართულებით აქვთ. სწორედ ამიტომ არ აწყობთ ფინანსების გამჭვირვალობა!

პ. ს. თუ ვინმეს კითხვა აქვს, რატომ დავაინიცირეთ ახლა და “თავი რატომ ავიტკიეთ”, სწორედ ამიტომ, - ისინი ელოდებიან და ხარჯავენ დიდ ფულს საქართველოს და მისი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ.


ჩვენ კი ამ სვლით (და არამარტო) ვახდენთ მათი რევოლუციური და ანტიქართული გეგმების პრევენციას!“ - წერს რატი იონათამიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930