24-09-2018
მილიარდერის ოჯახი ქორწილის სამზადისშია – ბერა და ნანუკა, შესაბამისად ივანიშვილების ოჯახი, მნიშვნელოვანი დღისთვის ემზადებიან.
როგორც „2020NEWS”-თვის ცნობილი გახდა, ბერა ივანიშვილს და ნანუკა გუდავაძეს ქორწილი 11 ოქტომბერს გაიმართება.
ქორწილის დღის დეტალები ამ დრომდე უცნობია.
ბერა ივანიშვილი მოდელ ნანუკა გუდავაძეზე რამდენიმე დღის წინ დაქორწინდა. ნანუკას და ბერას სიყვარულის ამბავი რამდენიმე თვეს ითვლის. მოდელი ბიძინა ივანიშვილის მეგობრის ქალიშვილია. წყვილი თაფლობის თვეს პარიზში ატარებს.
სწორედ პარიზში მიულოცა თბილისის მერმა კახა კალაძემ ბიძინა ივანიშვილის ვაჟს დაქორწინება. კახა კალაძემ “ინსტაგრამზე” პარიზში ერთად გადაღებული ფოტოებიც გამოაქვეყნა.
“გილოცავ, ძმა! ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ!” – წერს კალაძე ინსტაგრამზე.
როგორც ცნობილია, ანუკი არეშიძე მეოთხე შვილის გაჩენის შემდეგ, პარიზში იმყოფება. კალაძეების ოჯახსა და ივანიშვილებს მეგობრობის გარდა, ნათელ-მირონიც აკავშირებთ – ბერა კახა კალაძის მეორე ვაჟის ნათლიაა.
16-11-2024
16-11-2024