გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ფარული ჩანაწერები ვისი სტილიც არის, ვიცით

24-09-2018

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება საარჩევნო პროცესებს საეჭვოდ ემთხვევა.


ეს განცხადება მან ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარის, გიორგი ლომიას მიერ „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით გააკეთა.

 

„ეს საარჩევნო კამპანია წარიმართება ძალიან მძიმედ, იმ სტილში, რა სტილიც ჩვენ გვახსოვს, განსაკუთრებით 2012 წლიდან. რაც შეეხება ფარულ ჩანაწერებს, ესეც, ვისი სტილია, კარგად გვახსოვს. მუდმივად ვრცელდება ორ-ორი ადამიანის ჩანაწერი, რომელთაგან არცერთს არ აქვს კავშირი პარტია „ქართულ ოცნებასთან“ და ეს პარტიის დისკრედიტაციას იწვევს. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში, ჩვენს ინტერესებშია, რომ შესწავლილი იყოს ეს საკითხი და ყველაფერს მოეფინოს ნათელი. ვისი სტილიც არის, ეს ვიცით და საეჭვოდ ემთხვევა ეს ყველაფერი საარჩევნო პროცესებს. კიდევ ერთხელ, ორ-ორი კაცი, გაუგებარია რატომ და როგორ ახსენებს „ქართულ ოცნებას“, ახდენს დისკრედიტაციას და აქედან გამომდინარე, პირველ რიგში ჩვენს ინტერესებშია, რომ იმ ძალებს, რომლებიც მიჩვეულნი არიან ასეთ რაღაცეებს, გაეცეს პასუხი გამოძიების მხრიდან“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე.

 

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031