გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ილია დარჩიაშვილი პარაგვაის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა

4-04-2024

პარაგვაის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი რესპუბლიკის პრეზიდენტმა სანტიაგო პენია პალასიოსმა მიიღო. შეხვედრა პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართა და მას ასევე ესწრებოდა პარაგვაის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე, რაულ ლუის ლატორე მარტინესი.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე პრეზიდენტი მიესალმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს პარაგვაიში, რომელიც პირველად განხორციელდა ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდგომ.


მხარეებმა ხაზი გაუსვეს საერთო ღირებულებებს, რომელსაც ეფუძნება საქართველოსა და პარაგვაის ურთიერთობები და გამოთქვეს მზაობა, გაააქტიურონ მუშაობა ქვეყნებს შორის მჭიდრო კავშირების განსამტკიცებლად.


მხარეებმა ისაუბრეს ევროპის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, პარაგვაის რესპუბლიკის პრეზიდენტი დაინტერესდა საქართველოს რეგიონული როლით, ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესით. ქართულმა მხარემ პრეზიდენტს ინფორმაცია მიაწოდა ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მდგომარეობის შესახებ. მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები სამომავლოდ თანამშრომლობის აქტუალურ სექტორებზე.


ორი ქვეყნის მნიშვნელოვანი რეგიონული და სატრანზიტო როლის გათვალისწინებით, გამოითქვა მზაობა სავაჭრო-ეკონომიკური, ტურიზმის სფეროში, განათლების და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავების მიმართულებით. ილია დარჩიაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის საპარლამენტო კავშირების განმტკიცების მნიშვნელობას. პარაგვაის პრეზიდენტმა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიწვევა საქართველოში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031