4-04-2024
„ბოლო 10 წლის განმავლობაში არასამთავრობოებმა - NGO-ებმა 500 000 000 $ მიიღეს, ანუ ნახევარი მილიარდი დოლარი. წარმოდგენა გაქვთ რა თანხაზე საუბარი? რა ვქნა რომელი სახელმწიფო ინსტიტუტის ბიუჯეტს შევადარო? იქნებ ვინმე მითხრას კი მიიღეს, მაგრამ რა არ გააკეთესო?! წამში ჩნდება საპასუხო შეკითხვა - რა გააკეთეს? რაში დაიხარჯა ეს ფული“ - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, არასამთავრობო სექტორში ერთი და იგივე ადამიანები არიგებენ სხვას ჭკუას და საზოგადოებისთვის უცნობია, რაში დაიხარჯა ნახევარი მილიარდი დოლარი. როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, გამჭვირვალობისთვის, ენჯეო-სექტორს დეკლარაციის შევსებაც კი არ სურს.
"ბოლო 10 წლის განმავლობაში არასამთავრობოებმა - NGO-ებმა 500 000 000 $ მიიღეს, ანუ ნახევარი მილიარდი დოლარი. წარმოდგენა გაქვთ რა თანხაზე საუბარი? რა ვქნა რომელი სახელმწიფო ინსტიტუტის ბიუჯეტს შევადარო? იქნებ ვინმე მითხრას კი მიიღეს, მაგრამ რა არ გააკეთესო?! წამში ჩნდება საპასუხო შეკითხვა - რა გააკეთეს? რაში დაიხარჯა ეს ფული, ქვეყნის უსაფრთხოებას მოხმარდა, თავდაცვის გაძლიერებას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, განათლებას თუ სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას?! ტრენინგები, სემინარები, ერთი და იგივე ხალხი, გრანტებზე მომჯდარი ცნობილი სახეები. უფრო მეტიც ახალი სუბიექტი მათთან ცხვირს ვერ შეყოფს, მგონი თავის კანონები აქვთ, მაფიასავით არიან უცხო არ შეიძლება, მხოლოდ თვითონ უნდა იყვნენ, იგივე "სასტავები", ჭამონ და ხრან დიდი თანხები. რომ იკითხო ამ ტრენინგ-სემინარების უმეტესობა რას ეხება „დემოკრატიის და სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობას, მედიის თავისუფლებას" და ა.შ. სინამდვილეში ზოგი არჩევნების ციფრებით მანიპულირებაზე ორიენტირებული, ზოგიც არგაგონილი ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებაზე, ზოგიც მედიის თავისუფლების განვითარებაზე...არადა სწორედ მათ დატრენინგებულ მედია საშვებლებიდან გვესმის ხოლმე, რომ სტრატკომი საბჭოთა/რუსული გადმონაშთია, გარე მოვაჭრეებს „ტავარი" არ გაშლევინეს და ბოლოს საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა 16 (თექვსმეტ !) მეტრიანი პენალებით მოუგო საბერძნეთის ნაკრებს. ვის შეუძლია გვითხრას იმ 500 000 000 $ ( ნახევარი მილიარდი დოლარი!) რამდენი ლარი მოხმარდა ან ქვეყნის განვითარებას ან უსაფრთხოებას, თავდაცვას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, განათლებას თუ სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და რამდენი ათასი დოლარი დაიხარჯა არასამთავრობოების ხელფასების, პრემიების, უცხოეთში მივლინებების, სასტუმროების, მანქანებისა და ოფისის ხარჯებზე? ცხადია არა! კარგად ნახეთ ერთი და იგივე ხალხი, გრანტებით გაბერილები, „სხვისთვის ჭკუის დამრიგებელი," უცხოელების ყურმოჭრილი მონები და პერიოდულად ქვეყანაში არეულობის ან მხარდამჭერები ან სულაც მონაწილეები. გამჭვირვალეობისათვის, ერთი პატარა დეკლარაციის შევსებაც არ უნდათ?! ...Excuse me?!" - წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.