გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საკუთარი დედის მიმართ განხორციელებულ იძულების ფაქტზე ბრალდებულს პატიმრობა მიესაჯა

24-09-2018

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დედის მიმართ განხორციელებულ იძულების ფაქტზე ბრალდებული ხ.ბ. დამნაშავედ ცნო.


უწყების ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 15 ივლისს, ხ.ბ. სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით დედამისს, ნ.გ.-ს აიძულებდა, საკუთარი ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ მისთვის 80 ლარი მიეცა.


სამართალდამცველებმა ხ.ბ. 2018 წლის 19 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ განხორციელებული იძულება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.


თბილისის საქალაქო სასამართლომ ხ.ბ. წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. მას ასევე დაეკისრა ჯარიმა - 500 ლარის ოდენობით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930