გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი "გამჭვირვალობის კანონის" საწინააღმდეგო კამპანიაზე: არსებობს აბსოლუტური სიცრუე, რომელსაც საგანგებოდ შემუშავებულ გარემოში სიმართლედ ასაღებენ

5-04-2024

"ხალხის ძალის" წევრი, დავით ქართველიშვილი, რადიკალური ოპოზიციის წევრების მიერ “გამჭვირვალობის კანონის” შესახებ დაწყებულ დეზინფორმაციულ კამპანიას ეხმიანება.

 

მისი თქმით, არსებობს კგბ-ს მიერ შემუშავებული კლასიკური დეზინფორმაციის ოთხი სახეობა, ამ შემთხვევაში კი, გვარამია მიმართავს მეოთხე ვარიანტს, რომელიც გულისხმობს აბსოლუტური სიცრუის საგანგებოდ შემუშავებულ გარემოში სიმართლედ გასაღებას.

"არსებობს სიცრუენარევი სიმართლე;

არსებობს სიმართლისნარევი სიცრუე;

არსებობს აბსოლუტური სიმართლე, რომელსაც საგანგებოდ შემუშავებულ გარემოში სიცრუედ ასაღებენ;

არსებობს აბსოლუტური სიცრუე, რომელსაც საგანგებოდ შემუშავებულ გარემოში სიმართლედ ასაღებენ

ეს არის КГБ- ს მიერ შემუშავებული კლასიკური დეზინფორმაციის ოთხი სახეობა. გვარამია ამ შემთხვევაში მის მეოთხე ვარიანტს მიმართავს" - წერს ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930