გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამარ ჩიბურდანიძე: უცხოეთი ვეღარ ბედავს წელს ამ კანონს “რუსული” უწოდოს, რადგან თავად ევროკავშირი იღებს და საკუთარ თავს ცილს ხომ არ დასწამებენ?

5-04-2024

"ამ კანონის ხელახლა ინიცირებით ხელისუფლებამ დაამტკიცა, რომ ნამდვილად ევროპულ გზას ადგას და იზიარებს იმ უმთავრეს დემოკრატიულ ღირებულებებს," - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ხალხის ძალის" წევრი თამარ ჩიბურდანიძე წერს.


ჩიბურდანიძე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით რადიკალური ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის ნაწილის მიერ გამოთქმულ ცრუ ბრალდებებს ეხმიანება და აცხადებს, რომ მათ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა აღარ გამოუვათ, შარშანდელისგან განსხვავებით.

“დიდი “მიღწევა” გვაქვს წელს გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით, ვერც ერთმა უცხოელმა მაღალჩინოსანმა ამ კანონს “რუსული” ვეღარ უწოდა, განსხვავებით შარშანდელი წლისგან, როდესაც ერთმანეთის მიყოლებით გაიძახოდნენ - რუსული, რუსულიო..


უცხოეთი ვეღარ ბედავს წელს ამ კანონს “რუსული” უწოდოს, რადგან თავად ევროკავშირი იღებს და საკუთარ თავს ცილს ხომ არ დასწამებენ?

დარჩნენ ოპოზიცია და მათი ენჯეოები მარტო, თუმცა მაინც ცდილობენ “რუსულის” დეზინფირმაციით ხალხის მოტყუებას. საქმე იმაშია, რომ არათუ ხალხს, არამედ, თავადაც აკლიათ უკვე დამაჯერებლობა ამ ტყუილებში. ხვდებიან, რომ საზოგადოების თვალის აბმა შარშანდელივით აღარ გამოუვათ.


ამ კანონის ხელახლა ინიცირებით ხელისუფლებამ დაამტკიცა, რომ ნამდვილად ევროპულ გზას ადგას და იზიარებს იმ უმთავრეს დემოკრატიულ ღირებულებებს, რაც არის გამჭვირვალობა და ღიაობა. ჩვენთვის ევროპელობა შერჩევითი არ არის, ოპოზიციისგან განსხვავებით. ევროპაში არ ეშინიათ გამჭვირვალობის და თუკი ვინმე ამას გაბედავს, ამისთვის უმკაცრეს კანონს იღებენ, ჩვენგან განსხვავებით” - წერს ჩიბურდანიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930