გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ედიშერ გვენეტაძე „გამჭვირვალობის კანონზე“: საქართველოს დამოუკიდებლობის მოძულე სუბიექტებს, სულ ცალ ფეხზე ჰკიდია შშმ ადამიანები და მშვენივრად იციან, ეს კანონი ახლოსაც არ ეკარება შშმ პირებს და არ აზიანებს მათ

5-04-2024

ფულების აღების ფასად, საქართველოს მორჩილებაში მოსაყვანად და დასაბრიყვებლად გარედან დავალებული უკვე ნაკეთები და მომავალში საკეთებელი უბნელესი საქმეებისაგან თავის დასახსნელად მიმართული, მორიგი უბინძურესი ღონისძიება! - ასე ეხმიანება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების განცხადებას - "არ მიიღოთ ანტისახელმწიფოებრივი, ანტიევროპული და პრორუსული კანონი!".


ექსპერტის თქმით, სინამდვილეში გვარამიას, გიგაურს, ხიდაშელს, გუბაზას, კინტოთა შთამომავალ ელისაშვილს, ჭიჭიკო ვაშაძეს და მათ მსგავსად საქართველოს დამოუკიდებლობის მოძულე სხვა ორფეხა სუბიექტებს, სულ ცალ ფეხზე ჰკიდია შშმ ადამიანები და მშვენივრად იციან, რომ ეს ასე არაა და ეს კანონი ახლოსაც არ ეკარება შშმ პირებს და არანაირად არ აზიანებს მათ.

 

„ნახეთ ამ არამზადებმა მიზნად ამოირჩიეს შშმ-პირები!

თითქოსდა "გამჭვირვალეობის შესახებ კანონი" შშმ-პირებს ეხებოდეს და რაიმეთი ზღუდავდეს მათ!

სინამდვილეში გვარამიას, გიგაურს, ხიდაშელს, გუბაზას, კინტოთა შთამომავალ ელისაშვილს, ჭიჭიკო ვაშაძეს... და მათ მსგავსად საქართველოს დამოუკიდებლობის მოძულე სხვა ორფეხა სუბიექტებს, სულ ცალ ფეხზე ჰკიდია შშმ- ადამიანები და მშვენივრად იციან, რომ ეს ასე არაა და ეს კანონი ახლოსაც არ ეკარება შშმ-პირებს და არანაირად არ აზიანებს მათ!

მაგრამ ამ შემთხვევაში საქართველოს მოღალატე-გამყიდველებს ანუ ზემოთ ჩამოთვლილ ტიპური მეხუთე კოლონის წარმომადგენლებს, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ჯიბეები და საკუთარი შავი საქმეების გამომზეურება აწუხებთ!

შეხედეს რა ამ დახვეწილმა ავაზაკებმა, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილიც კი, რომ მათ მორიგ ავანტიურას არ წამოეგო და საერთოდ მათ ნალაყბევს ფეხებზე იკიდებს(ამის დასტური იყო წუხანდელი საღამო რუსთაველზე!)!

თავიანთი პარტიული ტელევიზიებით დაიწყეს სიცრუით გაჯერებული პროპაგანდის წარმოება!

თითქოსდა ინიციირებული კანონით ხდება შშმ-პირების ან მათი ორგანიზაციების რაიმე სახით შეზღუდვა!

ყველამ გაიგოს! ყველამ იცოდეს!

ეს არის წმინდა წყლის ტ ყ უ ი ლ ი, ტ ყ უ ი ლ ი და კიდევ ტ ყ უ ი ლ ი!

ეს არის მეხუთე კოლონის წარმომადგენელთა მორიგი დივერსიის და დეზინფორმაციის მცდელობა!

ფულების აღების ფასად, საქართველოს მორჩილებაში მოსაყვანად და დასაბრიყვებლად გარედან დავალებული უკვე ნაკეთები და მომავალში საკეთებელი უბნელესი საქმეებისაგან თავის დასახსნელად მიმართული, მორიგი უბინძურესი ღონისძიება!“- წერს ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930