5-04-2024
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა თიბისი ბანკის გრძელვადიანი დეპოზიტების და ემიტენტის რეიტინგები Ba2-დონეზე დაადასტურა, ხოლო პროგნოზი „ნეგატიურიდან“„სტაბილურ”-ზე შეცვალა.
რეიტინგების სტაბილური პროგნოზი ასახავს სარეიტინგო სააგენტო Moody’s-ის მოლოდინს, რომ ბანკისმაღალიმომგებიანობის მაჩვენებლები, ასევე, ძლიერი კაპიტალისა და ლიკვიდობის პოზიციები მომავალშიც შენარჩუნდება.
აღსანიშნავია, რომ Moody’s-მა თიბისი ბანკის საბაზისო საკრედიტო შეფასება (BaselineCreditAssessment (BCA)) და კორექტირებული საბაზისო საკრედიტო შეფასება (AdjustedBaselineCreditAssessment) Ba3-დან Ba2- ნიშნულამდე გაზარდა.
ასევე, გადაიხედა და გაუმჯობესდა ბანკის გრძელვადიანი კონტრაგენტის რისკის რეიტინგი (Long-termCounterpartyRiskRating (CRR)) და გრძელვადიანი კონტრაგენტის რისკის შეფასება (Long-termCounterpartyRiskAssessment) Ba2(cr)-დან Ba1(cr)-მდე.
« თებერვალი 2025 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | 2 | |||||
3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
24 | 25 | 26 | 27 | 28 |