გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
მამაკაცი, რომელმაც დიღომში კორპუსის ბავშვებს აუზი დაუმონტაჟა გარდაცვლილი იპოვეს

25-09-2018

დიმიტრი ტატიშვილი, რომელმაც ზაფხულში უბნის ბავშვებს კორპუსის ეზოში საცურაო აუზი დაუდგა, გარდაცვლილი იპოვეს. მას მეუღლე და ოთხი შვილი დარჩა. დიმიტრი ტატიშვილის ცხედარი დღეს საკუთარ სახლში იპოვეს. გამოძიება თვითმკვლელობის ვერსიაზე მუშაობს.


როგორც ''პრაიმტაიმს” შსს-ში განუცხადეს საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა (თვითმკვლელობამდე მიყვანა).


დიმიტრი ტატიშვილმა საზოგადოებას თავი ორიოდე თვის წინ დაამახსოვრა. დიდ დიღომში ერთ-ერთი კორპუსის მცხოვრები ბავშვებისთვის მან საცურაო აუზი იყიდა და კორპუსებს შორის ეზოში დაამონტაჟა, რათა ბავშვებს ცხელ დღეებში გაგრილება შესძლებოდათ. აი, რას ამბობდა ამის შესახებ თავად დიმიტრი ტატიშვილი: "4 შვილი მყავს. ბავშვები ძალიან მიყვარს. მინდოდა იმ მომენტის ნახვა, როცა უბნის ბავშვები პირველად შეამჩნევდნენ აუზს ეზოში. სპეციალურად შუა ღამეს ავაწყვეთ, რომ არ ენახათ. დილით კი დაველოდე მათ რეაქციას და ზუსტად ისეთი იყო როგორიც წარმომედგინა. ბედნიერების და სიხარულის ნაპერწკლები სცვიოდათ თვალებიდან. მიზანიც ეს იყო".





primetime.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031