გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქავთარაძეზე სავაჭრო ჯიხური გაძარცვეს

25-09-2018

თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ჯიხური გაძარცვეს.


მამაკაცმა დანის მუქარით თანხის - 55 ლარის წაღება შეძლო. თავდამსხმელს გამყიდველმა ქალმა წინააღმდეგობა გაუწია.


მოხდა ფიზიკური შეხლა-შემოხლაც.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს.


სამართალდამცველებს დამნაშავე ჯერჯერობით არ დაუკავებიათ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31