გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იაპონია  სუამის წევრი ქვეყნების გასავითარებლად მზადყოფნას გამოთქვამს

25-09-2018

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში ნიუ-იორკში საგარო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით სუამი-იაპონიის მინისტერიალი გაიმართა.

 

შეხვედრაზე იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ტარო კონო, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამედიაროვი, მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრი ტყდორ ულიანოვი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სერგეი კისილიცა და სუამის  გენერალური მდივანი, ალტაი ეფენდიევი სიტყვით გამოვიდნენ.

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა  ისაუბრეს სუამისა და იაპონიის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე  რეგიონული და რეგიონთაშორის დონეზე მშვიდობის, უსაფრთხოების, კეთილდღეობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფისათვის.

 

აღინიშნა იაპონიის მიერ გაწეული მნიშვნელოვანი ძალისხმევა სუამის წევრ ქვეყნებთან  პოლიტიკური, ეკონომიკური და სექტორალური თანამშრომლობის გასაძლიერებლად. როგორც იაპონიის სგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა იაპონია დაინტერესებულია შემდგომშიც გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ორგანიზაციის წევრი ქვეყნების გასაძლიერებლად, უმთავრეს პრიორიტეტადსავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება დასახელდა. აღინიშნა იაპონური კომპანიებისა და იაპონიის ბიზნეს წრეების წარმომადგენელთა მხრიდან სუმის წევრი ქვეყნების მიმართ გამოხატული მზარდი ინტერესი.

 

სუამის წევრმა სახელმწიფოებმა იაპონიის მიმართ სუამსა და იაპონიას შორის  სექტორალური მიმართულებით არსებული წარმატებული თანამშრომლობისთვის მადლიერება გამოხატეს, რაც მათ შორის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისთვის გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით ჩატარებულ პროგრამებში გამოიხატა. კერძოდ „მცირე და საშუალო ზომის საწარმოთა ხელშეწყობის შესახებ“ სუამი-იაპონიის სემინარი პოზიტიურად შეფასდა  და მომავალ წელს მსგავსი სახის სემინარის ორგანიზება უკვე  „ინვესტიციების ხელშეწყობის შესახებ“ დაიგეგმა.

 

საკუთარ გამოსვლაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა  სუამი-იაპონიის თანამშრომლობის ფორმატსმაღალი შეფასება მისცა და აღნიშნა, რომ წარმატებული ერთობლივი პროექტების განხორციელების პარალელურად აღნიშნული ფორმატი სუამის ცნობადობის ამაღლებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.

 

მინისტერიალის მონაწილეებმა   საერთაშორისო სამართლით, მათ შორის გაეროს ქარტიით განსაზღვრული  საყოველთაოდ აღიარებული ნორმებისა და პრინციპების მიმართ ერთგულება დაადასტურეს და აღნიშნა სუამის სივრცეში არსებული კონფლიქტების უმოკლეს ვადებში გადაწყვეტის მნიშვნელობა, სახელმწიფოთა სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის პრინციპების დაცვით.

 

 

 

მინისტერიალზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, სუამის წევრ ქვეყნებში წლის ბოლომდე უმასპინძლონ  იაპონური მას-მედიის წარმომადგენელებს. პრეს-ტური გაიმართება, რაც2017 წლის 4 თებერვლას ტოკიოში „ტურიზმის ხელშეწყობის შესახებ“ გამართული სემინარის შემდგომ ნაბიჯს წამოადგენს. მინისტრებმა  მზადყოფნა და ინტერესი დაადასტურეს  მომავალშიც  შეინარჩუნონ მაღალი დონის დიალოგი, არა მხოლოდ სუამი-იაპონიის თანამშრომლობის, არამედ რეგიონული და გლობალური თანმშრომლობის სხვადასხვა საკითხზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930