გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიერ ათი მცნების გაშარჟებაზე: ასე ხდება ხოლმე, როდესაც თან „ბიბლიურ თავისუფლებას" ქადაგებ, მაგრამ იმის გამბედაობა არ გყოფნის, რომ რეალურად „ბიბლიისაგან თავისუფლებას" აწვები

8-04-2024

„ასე ხდება ხოლმე, როდესაც თან „ბიბლიურ თავისუფლებას" ქადაგებ, მაგრამ იმის გამბედაობა არ გყოფნის, რომ რეალურად „ბიბლიისაგან თავისუფლებას" აწვები. თან რომ ცდილობ წმინდა წერილზე „ტონკად" იღადაო, მაგრამ გეტყობა, რომ მაინც რაღაცის შიში გაჩერებს, ამიტომაც „ისე რა" ხუმრობა გამოგდის“, - ასე გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიერ ათი მცნების გაშარჟებას.

 

როგორც დავით ქართველიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, „გირჩს“ ლუკას სახარება პასუხობს, - „ვაი თქვენ, ამჟამად მაძღარნო, ვინაიდან დაიმშევით; ვაი თქვენ, ამჟამად მოცინარნო, ვინაიდან ატირდებით და აქვითინდებით".

 

„ასე ხდება ხოლმე, „მონსენიორ", როდესაც თან "ბიბლიურ თავისუფლებას" ქადაგებ, მაგრამ იმის გამბედაობა არ გყოფნის, რომ რეალურად "ბიბლიისაგან თავისუფლებას" აწვები. თან რომ ცდილობ (დიდ მარხვაში განსაკუთრებით) წმინდა წერილზე "ტონკად" იღადაო, მაგრამ გეტყობა, რომ მაინც რაღაცის შიში გაჩერებს, ამიტომაც "ისე რა" ხუმრობა გამოგდის.

 

„მონსენიორ" გირჩს ამაზე ლუკას სახარება პასუხობს: "ვაი თქვენ, ამჟამად მაძღარნო, ვინაიდან დაიმშევით; ვაი თქვენ, ამჟამად მოცინარნო, ვინაიდან ატირდებით და აქვითინდებით". არც ძველ აღთქმას აუვლია გვერდი "მონსენიორ" გირჩისთვის - "იგავნი სოლომონისანი" სწორედ მას მიმართავენ: "რაღა ცეცხლის, ისრების და სიკვდილის მსროლელი ოინბაზი, და რაღა კაცი, რომელიც ატყუებს თავის თვისტომს და ეუბნება, გეხუმრებიო". რა თქმა უნდა, ეკლესიასტეც გვახსოვს: „ჟამი ტირილისა და ჟამი სიცილისა; ჟამი გლოვისა და ჟამი ლხინისა" - რომელ ჟამშია ამჟამად თავად "მონსენიორი", ამას დრო გვიჩვენებს. სოლონონის იგავნი აქაც აფრთხილებენ მას და არჩევანის საშუალებასაც აძლევენ: "ბრიყვები დანაშაულზე იცინიან, მაგრამ მადლი წრფელთა შორის არის" და იქვე - "სიცილის დროსაც კი წუხს გული და მხიარულება მწუხარებით მთავრდება ხოლმე"… - წერს ქართველიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930