გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი თანამდებობიდან გადადგა

25-09-2018

ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის (ე.წ. რესპუბლიკური საავადმყოფოს) გენერალურმა დირექტორმა ავთო იმედაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.


ამ გადაწყვეტილების მიზეზად პროფესორმა იმედაძემ “საპარტნიორო ფონდის“ შვილობილი, „კლინიკების განვითარების კომპანიის“ გადაწყვეტილება დაასახელა.


მისი განმარტებით, უთანხმოება „საპარატნიორო ფონდსა“ და მას შორის, კლინიკაში „საპარტნიორო ფონდის“ შესვლის დღიდან, სამი წლის წინ დაიწყო.


18 სექტემბერს „საპარტნიორო ფონდმა“ რესპუბლიკური საავადმყოფოს აუდიტს მოითხოვა. ფონდის განცხადებით, კლინიკაში არსებული დარღვევების გამოსწორების მიზნით, „კლინიკების განვითარების კომპანიისა“ და ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის შიდა აუდიტის სამსახურების მიერ მომზადდა არაერთი რეკომენდაცია, თუმცა კლინიკის დირექტორმა მათი უმრავლესობა არ გაითვალისწინა და ხარვეზები არ გამოასწორა.


kvira.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031