9-04-2024
9 აპრილის გმირმა, ლელა ვეფხვაძემ გადაცემა "სიცრუის დეტექტორში" ბიძინა ივანიშვილის მიერ მისთვის ბინის ყიდვის თაობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 30 წელი ქირით ცხოვრების შემდეგ ამ ფაქტმა მისი ცხოვრება შეცვალა.
ვეფხვაძემ ბიძინა ივანიშვილს საოცრად დიდი ბედნიერება უსურვა და აღნიშნა, რომ ივანიშვილმა კიდევ არ იცის რამხელა ბედნიერება მიანიჭა მას, რომ არ შეეშინდება, ვიღაცა მოვა და მის შვილებს გარეთ გამოყრის და რომ ეს არის მშობლისთვის ყველაზე დიდი ბედნიერება, გარდა იმისა, რომ თავად აქვს ბინა, არის მის ციხე სიმაგრეში და აქვს თავისი ბუდე.
„ბინა მიყიდა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა. მე ვცხოვრობდი ქირით და უკვე ხელშეკრულებაც გაფორმებული მქონდა და ორი წელი კიდე უნდა მეცხოვრა. როცა კოვიდის პირველი პერიოდი დამთავრდა დამირეკა დიასახლისმა, რომ უნდა გავყიდო და დაცალე ბინაო. ეს ჩემთვის იყო შოკი, რადგან კიდევ ორი წელიწადი მშვიდად უნდა მეცხოვრა. გარდა ქირის გადახდისა, მე ყველგან ვერ მივალ, მეტროსა და სახლს შორის სიარული ჩემით უნდა მოვახერხო. მე საერთოდ სოციალური ქსელის დიდი მომხმარებელი არასდროს არ ვყოფილვარ და იმდენად დიდი შოკი იყო, რომ დავწერე „როდემდე, ხომ შეიძლება ჩემი კატეგორიის ადამიანებს ჰქონდეთ ბინა და არ მოუწიოთ, რომ ვიღაცამ უთხრას დაცალე და წადი აქედან“. ამ სტატუსზე შევიძინე მეგობრები, რომლებიც სოციალური ქსელით მიგროვებდნენ ფულს, რომლებიც დაუკავშირდნენ ბიძინა ივანიშვილს და მან გამოხატა სურვილი, რომ ჩემთვის ეყიდა ბინა“- განაცხადა ლელა ვეფხვაძემ.
გადაცემაში მოწვეულმა ლელა ვეფხვაძის მეგობარმა, მოჰყვა, რომ მიწერა წერილი ბიძინა ივანიშვილს და მაშინვე დაუკავშირდა „ქართუ ფონდი“ პირადად ივანიშვილის დავალებით. მოძებნეს ბინა ვარკეთილის ტერიტორიაზე, სადაც ლელასთვის ხელსაყრელია და ადაპტირებულია იმ ტერიტორიასთან, შეარჩიეს 4 ოთახიანი ბინა და „ქართუ ფონდმა“ სრულად დააფინანსა.