გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: გაეროს წარმომადგენლებს ვთხოვ, გვითხრან არგუმენტი, რატომ არის ცუდი ის, რაც არ არის ცუდი ევროპაში

9-04-2024

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის იმ განცხადებას პასუხობს, რომელიც „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს უკან გაიწვიოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.


როგორც მდინარაძე აღნიშნავს, გაეროს წარმომადგენლებს „არგუმენტი არ წარმოუდგენიათ, რატომ შეუქმნის საფრთხეს სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოში ის, რაც საფრთხეს არ უქმნის ევროპაში. [მათ] არ ვემიჯნები, საპასუხო კითხვას ვსვამ. ასეთი ოფიციალური სტრუქტურა და ადამიანი მსოფლიოში არ არსებობს ჩვენთვის, რომელიც არგუმენტის გარეშე რაღაცას გვეტყვის და ამას მივიღებთ“.


მამუკა მდინარაძე გაეროს წარმომადგენლებს სთხოვს, მოიყვანონ ერთი არგუმენტი, თუ რატომ არის საქართველოსთვის დამაზიანებელი „გამჭვირვალობის კანონი“.


„მსოფლიოში არ არსებობს, მათ შორის, არც ჩვენს მეგობარ ქვეყნებში, არცერთი ოფიციალური სტრუქტურა ან ადამიანი, რომლის პოზიციას ჩვენ გავიზიარებთ არგუმენტის გარეშე. ასეთი არ არსებობს და აღარ იქნება ჩვენთვის. არასდროს გავიზიარებთ არგუმენტის გარეშე არანაირ პოზიციას. თუკი ვინმე გვეტყვის, რატომ არის შემაშფოთებელი და დამაზიანებელი, მათ შორის, სამოქალაქო სექტორისათვის, დემოკრატიისათვის ის, რაც არ არის დამაზიანებელი ევროპაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისრაელში და ა.შ. მაშინ კი ბატონო, ვიფიქრებთ, მაგრამ ზუსტად იგივე მიდგომა რატომ არის ევროპაში კარგი და საქართველოში ცუდი, ვინმემ მითხრას და დავფიქრდები.


გნებავთ გაერო იყოს, არცერთი ოფიციალურ სტრუქტურებში, ჩვენ მეგობრებში, მათ შორის, სხვაზე არ ვლაპარაკობ, ცივილიზებულ, დასავლურ სამყაროში არ არსებობს ისეთი ორგანიზაცია და პირი, რომლის პოზიციასაც გავიზიარებთ უაპელაციოდ და უარგუმენტოდ. გვითხრან ერთი არგუმენტი, მათ შორის, ქართველი ამომრჩევლის მიერ არჩეული უმრავლესობის სახელით, გაეროს წარმომადგენლებს ვთხოვ, გვითხრან, რატომ დააზიანებს, რატომ არის ცუდი ის, რაც არ აზიანებს და არ არის ცუდი ევროპაში და არ აზიანებს და არ არის ცუდი საფრანგეთში, ამერიკაში, ისრაელში, ავსტრალიაში და ა.შ. რატომ? და კი ბატონო, შემდეგ დავიწყებთ ამაზე ფიქრს“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930