გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აფხაზეთის მთავრობასა და მეცნიერებათა აკადემიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

25-09-2018

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და სსიპ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას შორის სამეცნიერო-საგანმანათლებლო და საინფორმაციო თანამშრომლობის შესახებ ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.


მემორანდუმს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და სსიპ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა გიორგი კვესიტაძემ მოაწერეს ხელი.


მემორანდუმი ითვალისწინებს: ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირების საკითხებისადმი მიძღვნილი სამეცნიერო-კვლევითი ნაშრომების განხილვასა და მათ საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენას. ასევე აფხაზური ენის განვითარებაზე ერთობლივ ზრუნვასა და სამეცნიერო ტერმინოლოგიის სრულყოფას;


ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირების საკითხებზე მნიშვნელოვანი სამეცნიერო სამუშაოების წარმოსაჩენად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ერთობლივი პრემიის დაწესებასა და მინიჭებას.


„დღეს ჩვენ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან მემორანდუმი გავაფორმეთ, რომელშიც აკადემიურადაა ჩამოყალიბებული ჩვენი თანამშრომლობის მთავარი მიმართულებები. ამით ჩვენ საქვეყნოდ ვაცხადებთ, რომ ჩვენ განათლებული და წარმატებული აფხაზეთი გვინდა! გვინდა მათი იდენტურობის შენარჩუნება და განვითარება. ამ დიად საქმეში კი მეცნიერება გადამწყვეტი როლს ასრულებს.


უდიდესი მნიშვნელობისაა ჩვენი ერთობლივი გადაწყვეტილება აფხაზური კონფლიქტის დარეგულირების საკითხებზე მნიშვნელოვანი სამეცნიერო სამუშაოების წარმოსაჩენად ერთობლივი პრემიის დაარსება და მინიჭება!“, - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.


მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები, მთავრობის სხვა წევრები, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი როინ მეტრეველი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს-მდივანი რამაზ ხუროძე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრები, პოლიტიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აღმასრულებელი დირექტორი ზურაბ ჯიბლაძე, ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი ოთარ ჟორდანია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930