9-04-2024
კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა „ლელოს“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად ხაზარაძემ აღნიშნა, რომ „გზავნილი მარტივია - ეს ქვეყანა რუსეთში არასდროს დაბრუნდება“.
გოგა ხაინდრავა მამუკა ხაზარაძეს კომპარტიელს უწოდებს და ამბობს, რომ მას დაღვრილი სისხლი არ ასვენებს:
„საზოგადოდ ცნობილია, რომ ბოროტმოქმედს დანაშაულის ადგილისკენ ლტოლვა არ ასვენებს! კომპარტიელი ხაზარაძე გენერალ რადიონოვის თანამებრძოლი, წინ რომ მოუძღვის, ამჯერად ასკინკილა „შიგ ევროპელებს“ 9 აპრილის მემორიალისკენ, კანონზომიერია! არ ასვენებს დაღვრილი სისხლი!“ - წერს ხაინდრავა იქსზე.