გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„სამუშაო სიღარიბის დონე“ საქართველოში ახალ ისტორიული მინიმუმზეა

10-04-2024

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ILO) „სამუშაო სიღარიბის“ ინდექსი გამოაქვეყნა. მაჩვენებელი იკვლევს დასაქმებულებს შორის სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა მყოფ პირთა წილობრივ დონეს. ILO-ს შეფასებით, 2023 წელს საქართველოში სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა დასაქმებულთა 2,28%-ი იყო, რაც ახალი ისტორიული მინიმუმია. გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით 10 წელიწადში სამუშაო სიღარიბის დონე ორნახევარჯერაა შემცირებული, ხოლო 2012 წელთან შედარებით თითქმის სამნახევარჯერ.


ორგანიზაციამ გამოაქვეყნა მაჩვენებლები 2000 წლიდან 2023 წლის ჩათვლით. ირკვევა რომ საქართველოში სამუშაო სიღარიბის მკვეთრი შემცირება 2012 წლიდან იწყება. 2000-2003 წლებში სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა საშუალოდ იყო დასაქმებულთა 11 %, ვითარება პრაქტიკულად არ შეცვლილა 2004-2012 წლებში, რა დროსაც საშუალოწლიური თვალსაზრისით ყოველი მეათე დასაქმებული სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა იყო.


სიტუაცია არსებითად შეიცვალა 2013-2023 წლებში. ამ პერიოდში სამუშაო სიღარიბის დონე საქართველოში საშუალოდ 3,3%-ს გაუთანაბრდა და შესაბამისად სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა საშუალოდ ყოველი ოცდამეათე დასაქმებული იყო. ბოლო, ანუ 2023 წლის მონაცემებით სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა დასაქმებულთა 2,28%-ა, ანუ საშუალოდ ყოველი 44-ე პირი, რაც საქართველოს ახალი ისტორიული მინიმუმია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930