გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი ხუნდაძე: რომ არა საქართველოს ხელისუფლების წინდახედულობა, ჩვენც უკრაინის ბედს გავიზიარებდით

10-04-2024

„ომის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ, ათიათასობით დაღუპული უკრაინელის, გადამწვარი და მოსახლეობისგან დაცლილი ქვეყნის დღევანდელი დღის წესრიგი რუსეთთან კომპრომისზე წასვლაა,“ - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე და ამით ეხმიანება უკრაინის ხელისუფლებისადმი ნატოს გენერალური მდივნის მოწოდებას, რომლის თანახმადაც კიევმა ომის დასასრულებლად სასურველია ეძებოს კომპრომისი.


დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ომის დაწყების პირველივე დღეებში „ხალხის ძალის“ მიერ გაჟღერებული მესიჯი, რომ უკრაინას ამ ომში ბოლომდე არავინ შეჰყვებოდა, მართლდება, რაც გამოიხატება იმაში, რომ მიუხედავად უკრაინისადმი დასავლეთის კოლოსალური დახმარებისა, როგორც კი პროცესები ძალიან დაიძაბა რუსეთთან, მათ უკან დახევის ტაქტიკას მიმართეს.


„უკრაინის ომზე ყოველდღე ვისმენთ დასავლელი პარტნიორების განცხადებებს, რომლებიც უკრაინისგან ითხოვენ კომპრომისებზე წასვლას. რამდენიმე დღის წინ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მოუწოდა უკრაინას, რომ მოემზადონ, თუ რა კომპრომისზე არიან წამსვლელები.


უკრაინის ომი მიჰყავთ იმ ფინალისკენ, რაზეც ომის დაწყების პირველივე დღეებში ვსაუბრობდით - უკრაინას ამ ომში ბოლომდე არავინ შეჰყვებოდა. ევროკავშირმაც და ამერიკამაც გაიღეს დახმარების დიდი პაკეტები, თუმცა, როგორც კი პროცესები ძალიან დაიძაბება რუსეთთან, ისინი უკან იხევენ არა მარტო განცხადებებით, არამედ, ქმედებითაც კი.


ომის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ, ათიათასობით დაღუპული უკრაინელის, გადამწვარი და მოსახლეობისგან დაცლილი ქვეყნის დღევანდელი დღის წესრიგი რუსეთთან კომპრომისზე წასვლაა. სამწუხაროა და თანავუგრძნობთ უკრაინელ ხალხს. ამას ვხვდებოდით ჩვენ და უნდა მიმხვდარიყვნენ უკრაინაშიც. რომ არა ხელისუფლების წინდახედულობა, ჩვენც უკრაინის ბედს გავიზიარებდით," - წერს დიმიტრი ხუნდაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930