გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია ვოლსკი: ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგებში წინსვლა ძალიან სერიოზულ გზავნილია მსოფლიოსთვის

25-09-2018

„ეკონომიკურ თავისუფლების რეიტინგებში წინსვლა ძალიან სერიოზულ გზავნილია მსოფლიოსთვის, რომ ეს არის სტაბილური ქვეყანა” - ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი საერთაშორისო კვლევას „ეკონომიკური თავისუფლება მსოფლიოში 2018“, რომლის თანახმად მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში საქართველო მეშვიდე ადგილს იკავებს.


„საერთაშორისო კომპეტენტური რეიტინგები გვამცნობს, რომ დანაშაულის პრევენციის და უსაფრთხოების საკითხებში, პრესის თავისუფლების, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების საკითხებში, საქართველომ მნიშვნელოვნად წაიწია წინ. ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც მგონია, რომ არის ეკონომიკურ რეიტინგებში წინსვლა, მე-9 ადგილიდან მე-7 ადგილზე გადანაცვლება, იმ რეიტინგში, რასაც ეკონომიკური თავისუფლება ქვია, ეს ნიშნავს ძალიან სერიოზულ გზავნილს მსოფლიოსთვის, რომ ეს არის სტაბილური ქვეყანა“ აცხადებს გია ვოლსკი.


მისი თქმით, ოპონენტებისთვის კი, განსაკუთრებით ნაციონალური მოძრაობისთვის და ახალი ნაციონალური მოძრაობისთვის ეს არის მესიჯი, რომ უნდა გაზარდონ შავი პიარი და დეზინფორმაციის გავრცელება, იმასთან დაკავშირებით თუ რა ხდება ქვეყანაში.


„არავინ იფიქროს, რომ რეიტინგების ზრდა ხურავს იმ საკითხს - რასაც ქვია ეკონომიკური, სოციალური პრობლემები ქვეყანაში. მაგრამ დასაფასებელია ტენდენციის პოზიტიურობა, ვინაიდან პატარა საქართველოს ძალიან ბევრი გამოწვევა აქვს. როგორც საშინაო, ისე საგარეო, სტაბილურობისთვის ბრძოლა არის ჩვენთვის ამ ეტაპზე საგანგებო მნიშვნელობის თემა. ძალიან კარგია რომ ამას საერთაშორისო რეიტინგიც ობიექტურად ეხმაურება“ - აცხადებს გია ვოლსკი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930