გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მსოფლიო ჩემპიონი რამაზ ნოზაძე: დაანებეთ სპორტსმენებს თავი, რა რუსული კანონი, ჩვენი საქმე სპორტი და საქართველოს სახელის გატანაა!

11-04-2024

მსოფლიო ჩემპიონი რამაზ ნოზაძე, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებულ კრიტიკას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ მისი აზრით, სწორედ გამჭვირვალობაა ევროპული.


ის ასევე მოუწოდებს კანონპროექტის მოწინააღმდეგეებს, ნუ ცდილობენ სპორტსმენების პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას.


“ვინმემ ამიხსნას?! რატომ არის დეკლარაცია რუსული, მგონი პირიქით არის, გამჭვირვალობა არის ზუსტად ევროპული. დაანებეთ სპორტსმენებს თავი, რა რუსული კანონი, ჩვენი საქმე სპორტი და საქართველოს სახელის გატანაა!! კიდევ ერთხელ ვიმეორებ! სპორტსმენი არის და იქნება საქართველოს შვილი და ჯარისკაცი!!!” - წერს რამაზ ნოზაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728