გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კოვზანაძე: მსოფლიო ეკონომიკურ თავისუფლების რეიტინგში მე-7 ადგილი პოტენციური უცხოელი ინვესტორებისთვის კარგი მესიჯია

25-09-2018

„მსოფლიო ეკონომიკურ თავისუფლების რეიტინგში მე-7 ადგილი კარგი მესიჯია პოტენციური უცხოელი ინვესტორებისთვის“ - აცხადებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე.


„საქართველომ მსოფლიო ეკონომიკურ თავისუფლების რეიტინგში მე-7 ადგილი დაიკავა, პოზიციები გაიუმჯობესა, 162 ქვეყანას შორის მე -7 ადგილზე ყოფნა ძალიან პრესტიჟულია.


პოზიციები გაუმჯობესდა რამდენიმე მიმართულებით, ეს არის ეკონომიკური რეგულაციები, ასევე მცირე მთავრობა. შარშან ბიუჯეტის დამტკიცების, ასევე სამთავრობო პროგრამების განხილვის დროს ამ საკითხებს განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობდით, ამ მიმართულებით პროგრესი გვქონდა. ვფიქრობ წელსაც გვექნება და საქართველო კიდევ უფრო წინ წავა. ეს არის კარგი მესიჯი პოტენციური უცხოელი ინვესტორებისთვის, ასევე ნდობის გაზრდა საქართველოს საინვესტიციო გარემოს მიმართ და ასევე კარგი ინფორმაცია ქართული ეკონომიკის ზრდისათვის. ყველა მიმართულებით ეს არის პროგრესის მომასწავებელი” - აცხადებს ირაკლი კოვზანაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930