26-09-2018
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ჩვენ მუდმივად ვხედავთ ჩანაწერებს, სადაც საუბრობს ორი ადამიანი, რომლებსაც “ქართულ ოცნებასთან” არანაირი შეხება არ აქვს.
"რანაირად არის ეს ჩვენთვის მძიმე სკანდალი - ოქუაშვილი ელაპარაკება ვიღაცეებს, ხან ერთს, ხან მეორეს, ხან მესამეს, რომელთაგან არც ერთს არ აქვს შეხება “ქართულ ოცნებასთან”.
რაც შეეხება ლევან ყიფიანს, მისი მინისტრობის შემდეგ რამდენი წელი გავიდა და არანაირი შეხება მას აღარ აქვს "ქართულ ოცნებასთან". რანაირი სკანდალია ეს ჩვენთვის. პირიქით, ჩვენ ვართ დაინტერესებული მაქსიმალურად, რომ გამოიძიონ ეს საქმე, როცა ლაპარაკობს ოქუაშვილი, ის პრაქტიკულად თავის დანაშაულზე საუბრობს, გავარკვიოთ რა დანაშაული ჩაუდენია ოქუაშვილს, როცა ფულს უხდიდა ვიღაცას. ოქუაშვილიც უნდა დავიჭიროთ, პეტრეც და პავლეც, თუ ისინი არიან დანაშაულის თანამონაწილეები “-აცხადებს პარლამენტის სპიკერი.