11-04-2024
„ბუღაძე ამომხტარა შარვლიდან, მამუკა მდინარაძემ ქართულ ენას შეურაცხყოფა მიაყენა, ეს როგორ გაბედაო. რა საცოდავები ხართ თუ ატყობთ? წაუკითხავ კანონს აპროტესტებთ და რომ არაფერი გამოგდით, ახლა საჯარო განცხადებების ინტერპრეტაციებით ჟონგლიორობა დაიწყეთ?“-წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ლაშა ბუღაძის ფეისბუქ სტატუსის შესახებ.
როგორც ქადაგიძე წერს, 100%-იანი სიზუსტით გაავლო პარალელი მამუკა მდინარაძემ, რომ თუ მეგობარი აგიკრძალავს ქართულად ლაპარაკს და მტერი არა, რა უნდა ვქნათ მტრის ჯინაზე ქართულად აღარ ვილაპარაკოთო?!
„100%-იანი სიზუსტით გაავლო პარალელი მამუკა მდინარაძემ, რომ თუ მეგობარი აგიკრძალავს ქართულად ლაპარაკს და მტერი არა, რა უნდა ვქნათ მტრის ჯინაზე ქართულად აღარ ვილაპარაკოთო?! ჰო და, ხაზარაძის ცალი ქოში-ბუღაძე ამომხტარა შარვლიდან, მამუკა მდინარაძემ ქართულ ენას შეურაცხყოფა მიაყენა, ეს როგორ გაბედაო და დაუწყია მამამისის დახატული ლენინის პორტრეტების გლეჯა... რა საცოდავები ხართ თუ ატყობთ? წაუკითხავ კანონს აპროტესტებთ და რომ არაფერი გამოგდით ახლა, საჯარო განცხადებების ინტერპრეტაციებით ჟონგლიორობა დაიწყეთ? ან რომელი ქართული ენა გადარდებთ, “ფრანკლინის კლუბი”, რომ დასცინოდა - უნიკალური ქართული დამწერლობა და 14 ანბანი მოგონილი და მითიაო?! ჰა, მაშინ რა ქენი, თავი არ დაუქნიე შენი ჯიშის ლიბერალ ფაშისტებს, ერთი ქართული ენის მითოლოგიზირებული დედაცო?! კისრამდე ნაგავში ხართ და რაც მეტს იფართხალებთ, მით უფრო მალე ჩაიძირებით! ეგრე გააგრძელეთ!“-წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.