გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის მერი: კერძო მესაკუთრეები დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიაზე ვერაფერს ააშენებენ

26-09-2018

კერძო მესაკუთრეები დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიას სამშენებლო მიზნით ვერ გამოიყენებენ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთაავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.


როგორც მან აღნიშნა, დიღმის ტყე-პარკი წარმოადგენს რეკრეაციულ ზონას, რომელზეც ყოველგვარი მშენებლობადაუშვებელია.


მისი თქმით, დედაქალაქის მერია გამოიყენებს ყველა სამართლებრივ ბერკეტს იმისთვის, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთები ქალაქს დაუბრუნდეს და მომავალში იქ საუკეთესო დასასვენებელი სივრცემოეწყოს.


„დიღმის ტყე-პარკს თბილისისთვის სასიცოცხლო დატვირთვა აქვს. სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნო, რომ პარკში არსებული ტერიტორიების დიდი ნაწილი კერძო საკუთრებაშია. ტყე-პარკში, დაახლოებით, 47 მიწის ნაკვეთია გასხვისებული. ეს არის ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონა და მინდა აქედანვე გავაფრთხილო ყველა, რომ იქ რაიმე სახის მშენებლობა წარმოუდგენელია. ერთადერთი მხარე, ვინც დაინტერესებულია, რომ ეს ადგილები დაიბრუნოს, გამოისყიდოს და ადგილმონაცვლეობა გააკეთოს, დედაქალაქის მერიაა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.


დედაქალაქის მერმა იმ მოქალაქეებს, ვინც დიღმის ტყე-პარკში მიწის ნაკვეთებს ფლობენ, ქალაქის მერიასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

„ამ ადამიანებს ტყე-პარკის ტერიტორიაზე რაიმე პროექტის განხორციელების შესაძლებლობა არასდროს მიეცემათ, რადგან ეს ტერიტორია ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მწვანე სივრცეა“, - განაცხადა თბილისის მერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031