გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ქადაგიძე „გამჭვირვალობის კანონის“ მოწინააღმდეგეებზე: ეს, იმ ჯიშის საზოგადოებაა, გასული საუკუნის 30-იან წლებში, დღისით ხელოვნებას რომ ემსახურებოდნენ და ღამე ბერიასთვის “დანოსებს” წერდნენ

12-04-2024

“ხელოვნება არის ჭეშმარიტების მიერ თავისი-თავის-თვით დადგინება-ქმნილებაში.”


ჰაიდეგერისეული ხელოვნების გაგება და მით უმეტეს, ჭეშმარიტების რაობა ძალიან შორს არის იმ პრიმიტივებისაგან, რომლებიც თეატრს, კინოს, მხატვრობას, მუსიკასა და მწერლობას ამოფარებული, საკუთარ თავს ელიტას უწოდებენ და სინამდვილეში, კუჭის კანონზომიერებით არსებობენ - სალაფავის სიდიდე განსაზღვრავს მათი ცხოვრების არსს და რაობას! - წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.


ქადაგიძის თქმით, ხელოვანთა ნაწილი, რომელიც „გამჭვირვალობის კანონს“ ეწინააღმდეგებიან, ის უსამშობლო საზოგადოებაა, საქართველოს სუვერენიტეტსა და ვასალობას შორის არჩევანს, უფრო დიდი სალაფავის მოლოდინზე რომ აკეთებენ, ვიდრე შეუძლიათ საქართველოსგან მიიღონ.


„ხელოვნება არის ჭეშმარიტების მიერ თავისი-თავის-თვით დადგინება-ქმნილებაში.”


ჰაიდეგერისეული ხელოვნების გაგება და მით უმეტეს, ჭეშმარიტების რაობა ძალიან შორს არის იმ პრიმიტივებისაგან, რომლებიც თეატრს, კინოს, მხატვრობას, მუსიკასა და მწერლობას ამოფარებული, საკუთარ თავს ელიტას უწოდებენ და სინამდვილეში, კუჭის კანონზომიერებით არსებობენ - სალაფავის სიდიდე განსაზღვრავს მათი ცხოვრების არსს და რაობას!


ეს, იმ ჯიშის საზოგადოებაა, გასული საუკუნის 30-იან წლებში, დღისით ხელოვნებას რომ ემსახურებოდნენ და ღამე ბერიასთვის “დანოსებს” წერდნენ.

ეს, იმ რჯულის საზოგადოებაა, 1991 წელს სამხედრო გადატრიალებას მხარი დაუჭირეს და ეროვნული ხელისუფლება დაამხვეს.


ეს, ის უსამშობლო საზოგადოებაა, საქართველოს სუვერენიტეტსა და ვასალობას შორის არჩევანს, უფრო დიდი სალაფავის მოლოდინზე აკეთებენ, ვიდრე შეუძლიათ საქართველოსგან მიიღონ.


და ბოლოს:


ყველა ეძებს დოქტრინის ადრესატს, რომელიც ალენ დალესმა შექმნა და არავინ იმჩნევს, რომ 80 წლით ადრე, ამერიკის დაზვერვის უფროსმა, ზუსტად ეს საზოგადოება და ფსევდო-ხელოვანები იგულისხმა -

“დავთესავთ ქაოსს და შეუმჩნევლად გავუყალბებთ მათ ფასეულობებს და იძულებულს ვყოფთ, ირწმუნონ ისინი…


ჩვენ ყველანაირად დავუჭერთ მხარს და წინ წამოვწევთ ისეთ ხელოვანთ, რომელნიც ადამიანთა ცნობიერებაში დაამკვიდრებენ და დღენიადაგ ჩასჩიჩინებენ სექსის, ძალადობის, ღალატის კულტს – ერთი სიტყვით, ყველანაირ უზნეობას…


მხოლოდ ცოტანი, ძლიერ მცირენი თუ მიხვდებიან და გაიგებენ იმას, რაც ხდება, მაგრამ მათ უმწეო მდგომარეობაში ჩავაგდებთ, ხალხის სამასხროდ გავხდით, გამოვძებნით ხერხს, რათა მათ ცილი დასწამონ და გამოაცხადონ საზოგადოების ნაძირალებად…”“- წერს ზურაბ ქადაგიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930