გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ პატარაძე სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით პარლამენტში გამართულ მიღებას დაესწრო

14-01-2018

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, საზეიმო მიღება გამართა.

პარლამენტში გამართულ საზეიმო მიღებაზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მოწვეულ სტუმრებს შორის აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე იმყოფებოდა.

პარლამენტში გამართულ ღონისძიებაზე საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის გერბი და დროშა, აგრეთვე თვითმმართველი ქალაქების სიმბოლოები იყო გამოფენილი. გარდა ამისა, ჩვენ ვიხილეთ მსოფლიოს მუზეუმებიდან და ბიბლიოთეკებიდან მოპოვებული პორტოლანები (საზღვაო რუკები), რომლებზეც საქართველო ისტორიული ხუთჯვრიანი დროშით არის გამოსახული.

,,მინდა მივულოცო საქართველოს ყველა მოქალაქეს ქვეყნის მთავარი ეროვნული სიმბოლოს დღე! ქართული დროშა ყოფილიყოს მუდამ აღმართული ნიშნად ჩვენი ქვეყნის თავისუფლების, სიძლიერისა და გამარჯვებისა!“-განაცხადა ზურაბ პატარაძემ .

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930