26-09-2018
დედაქალაქის მერიამ „თბილისობა 2018“-სთვის ის ადგილები შეარჩია, სადაც გარევაჭრობა ნებადართული იქნება.დედაქალაქის მერიამ „თბილისობა 2018“-სთვის ის ადგილები შეარჩია, სადაც გარევაჭრობა ნებადართული იქნება.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ეს ადგილები იქნება:
• ჩუღურეთში - ხეთაგუროვის სკვერიდან ბარათაშვილის ხიდამდე ტერიტორია;
• სამგორში - ვიქტორ კუპრავას ქუჩის N10, ე.წ. სვანების ბაზრობის ტერიტორია;
• გლდანში - ხიზანიშვილის ქუჩაზე, გლდანის პარკსა და პოლიციის შენობას შორის არსებული სივრცე;
• დიდუბეში - სტანისლავსკის ქუჩაზე, „დიდუბე პლაზას“ მიმდებარე ტერიტორია, ასევე, დიღმის მასივში, პაიჭაძის ქუჩა N1-ში, სკვერის მიმდებარე ტერიტორია.
• საბურთალოზე - სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია;
• ვაკეში - გეგეშიძის ბაღი.
მისივე თქმით, აღნიშნულ ტერიტორიებზე საკუთარი პროდუქციის წარმოდგენის საშუალება ნებისმიერ ადამიანს ექნება.
„ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, საკუთარი პროდუქცია ამ სივრცეში წარმოადგინოს. მათ ექნებათ შესაძლებლობა,აღნიშნულ ტერიტორიებზე შევიდნენ და თავიანთი პროდუქცია გაყიდონ“,- განაცხადა კახა კალაძემ.
„თბილისობა“ წელს, 6-7 ოქტომბერს გაიმართება.