13-04-2024
“აგენტოკრატიის მონა ფორმალური პრეზიდენტობის შემდეგ აღარ უნდა ცხოვრობდეს საქართველოში და არ ჰქონდეს უშფოთველი პენსიონერობა” - ასე ეხმაურება ანალიტიკოსი გია აბაშიძე სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, 7-9 მარტის გამართულ აქციებზე პოლიციელებზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების თაობაზე.
როგორც ანალიტიკოსი წერს, რასაკვირველია, ღალატის პარტიის ამ ერთ-ერთმა პერსონაჟმა და არა ლიდერმა, ფსევდო-გმირის, კრიმინალის გამოშვებით ხელი უნდა შეუწყოს "გამჭვირვალობის კანონის" ნაცგაპროტესტების მუხტის როგორმე აწევას.
"მხოლოდ "ნაცების" პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს "გლავკანალის" "ქარდით" ვაზიარებ. ანტიქართველმა სალომე ზურაბიშვილმა პოლიციელებზე თავდამსხმელი ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო. რასაკვირველია, ღალატის პარტიის ამ ერთ-ერთმა პერსონაჟმა და არა ლიდერმა, ფსევდო-გმირის, კრიმინალის გამოშვებით ხელი უნდა შეუწყოს "გამჭვირვალობის კანონის" ნაცგაპროტესტების მუხტის როგორმე აწევას.
როგორ გამოუვა ხალხთან "მკლავჭიდი" ამ სამარცხვინო ე.წ. პრეზიდენტს, კარგად დავინახავთ.
აგენტოკრატიის მონა ფორმალური პრეზიდენტობის შემდეგ აღარ უნდა ცხოვრობდეს საქართველოში და არ ჰქონდეს უშფოთველი პენსიონერობა. ძალიან მსურს ვიყო კორექტული, თორემ ჩემგანაც რა საერთო-სახალხო დამსახურებული გინებაც ეკუთვნის ამ არამზადას, კარგად მიხვდება ნებისმიერი"- წერს გია აბაშიძე.