გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო თანდილაშვილი ENPARD - ის პროექტის მმართველი კომიტეტის შეხვედრას დაესწრო

13-04-2024

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა ევროკავშირის პროგრამის - „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა“ (ENPARD) ფარგლებში დაწყებული პროექტის „სურსათის უვნებლობისა და სანიტარიული და ფიტოსანიტარიული სექტორის მხარდაჭერა საქართველოში“ მმართველი კომიტეტის შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნა.


ნინო თანდილაშვილმა მადლობა გადაუხადა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციას (FAO) შეხვედრის ორგანიზებისთვის და ყურადღება პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა.


„განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ევროკავშირს მრავალი წლის განმავლობაში საქართველოში როგორც სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების, ასევე გარემოსდაცვითი მიმართულების მუდმივი მხარდაჭერისთვის. ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში, ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და გაძლიერებისკენ მიმართული არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა განხორციელდა. ამჟამად მიმდინარე პროგრამა, რომელიც ქვეყანაში სურსათის უვნებლობის, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული სექტორის განვითარებას ემსახურება, უმნიშვნელოვანესია ნაკისრი ვალდებულებების ეფექტიანი  და დროული შესრულებისთვის. რეკომენდაციების შესასრულებლად, ჩვენ წინ კომპლექსური სამუშაო გვაქვს, შესაბამისად, ევროკავშირის მხარდაჭერის გაგრძელება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“,- აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.


საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლის, მდგრადი სურსათის სისტემების პროგრამის ოფიცრის დენის რეისის განცხადებით, პროექტი კომპლექსურია, რომლის ეფექტიანი განხორციელება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეკომენდაციების  შესრულების პროცესში.


შეხვედრის ფარგლებში, პროგრამის მიღწევები და სამომავლო გეგმები განიხილეს.   საუბარი შეეხო ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებული სურსათის უვნებლობის კანონმდებლობის ეფექტიანი აღსრულების, ასევე, ინსპექტირების რაოდენობისა და ხარისხობრივი მაჩვენებლის ზრდის მნიშვნელობის საკითხს. აღინიშნა, რომ გაუმჯობესებულია სურსათის უსაფრთხოების სისტემები, რაც ქვეყნის საექსპორტო შესაძლებლობებს გაზრდის.


საქართველოში გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენლის, რაიმუნდ იელეს განცხადებით, მაქსიმალური კოორდინაციის შემთხვევაში, პროექტის შედეგები საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის იქნება.


ღონისძიებას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებთან ერთად, შვედეთის  საელჩოს და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) წარმომადგენლები ესწრებოდნენ –აღნიშნულია  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930