გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გურიაში, სკოლაში ჭერიდან ჩამოცვენილი ბათქაში მასწავლებელს დაეცა  

26-09-2018

გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკრალაში, სკოლაში სასწავლო პროცესის დროს ჭერიდან ბათქაში ჩამოვარდა.


შემთხვევა მეცხრე კლასის საკლასო ოთახში მოხდა. ჭერიდან ჩამოცვენილი ბათქაში მასწავლებელს დაეცა. მან მსუბუქი დაზიანება მიიღო.


შემთხვევის შედეგად მოსწავლეები არ დაშავებულან.


ამ სკოლაში ჭერიდან ბათქაშის ჩამოვარდნის უკვე მეორე შემთხვევა დაფიქსირდა.


 „ბავშვები შეშინებულები გამოცვივცდნენ კლასიდან, რომ ჩამოცვივდა ჭერი. ეს მეორე შემთხვევაა, როცა გასულ წელს იყო ასეთი შემთხვევა,“ - განაცხადა პედაგოგმა, მანანა სიხარულიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31