მამუკა მდინარაძე სებ-ის საბჭოს წევრების კომისიაზე: ადამიანი, რომელიც კომისიაში შეიყვანა, მან სალომე ზურაბიშვილის საბოტაჟის გეგმაში მიიღო მონაწილეობა- ეს სქემა მხილებულია და ზურაბიშვილი თავად გახდა ნაცმოძრაობის აქტივისტი, რომელიც ყველაფერს კადრულობს
13-04-2024
„ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სალომე ზურაბიშვილის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების შესარჩევ კომისიასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრობს.
მდინარაძე აღნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილმა კომისია, მათ შორის, იმ ადამიანით დააკომპლექტა, რომელმაც საბოტაჟში მიიღო მონაწილეობა.
მისივე განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი თავად გახდა ნაცმოძრაობის ერთი რიგითი აქტივისტი, რომელიც იმ დონის ცუდ რაღაცებს კადრულობს, რომელსაც ყველაზე რადიკალი ნაცები კადრულობენ.
„სალომე ზურაბიშვილმა [სებ-ის საბჭოს წევრების შესარჩევი კომისია] დააკომპლექტა იმ ადამიანებით, ყოველ შემთხვევაში ერთი ვიცი და ასეთი შეიძლება სხვაც იყოს, ერთ-ერთი, რომელმაც საბოტაჟში მიიღო მონაწილეობა სამწუხაროდ. როდესაც ეგონათ, რომ საბანკო სისტემა ჩამოიშლებოდა, მათ ეს ქნეს, გააკეთეს და გადადგნენ. საბანკო სისტემა არ ჩამოიშალა და ადამიანი, რომელიც კომისიაში შეიყვანა, მან სალომე ზურაბიშვილის საბოტაჟის გეგმაში მიიღო უკვე მონაწილეობა და ამით ის მხილებულია. ეს სქემა მთლიანად მხილებულია და სალომე ზურაბიშვილი თავად გახდა ნაცმოძრაობის ერთი რიგითი აქტივისტი, რომელიც ყველაფერს კადრულობს. იმ დონის ცუდ რაღაცებს კადრულობს, რომელსაც ყველაზე რადიკალი ნაცები კადრულობენ"-აცხადებს მამუკა მდინარაძე.