26-09-2018
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ვანო მერაბიშვილი, ე.წ. მატროსოვის ციხიდან დღეს, დილის შვიდ საათზე „ავერსის“ კლინიკაში გადაიყვანეს.
4 საათიანი გამოკვლევების ჩატარების შემდეგ იგი კვლავ ციხეში დააბრუნეს.
ჯერ-ჯერობით უცნობია, რა გახდა მერაბიშვილის საავადმყოფოში გადაყვანის მიზეზი.
ადვოკატები და ოჯახის წევრების თქმით, მერაბიშვილი საავადმყოფოში მათთან შეუთანხმებლად გადაიყვანეს.
ადვოკატის განცხადებით, გაუგებარია, რატომ დასჭირდა ვანო მერაბიშვილის მედიკოსების დახმარება, რადგან გუშინ სასჯელაღსრულების უწყებაში განაცხადეს, რომ ყოფილი პრემიერის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური იყო და მას სამედიცინო ჩარევა აღარ სჭირდებოდა.
ყოფილ პრემიერ-მინისტრს ჰორნერის სინდრომი აქვს. ადვოკატები აცხადებენ, რომ მისი მდგომარეობა მძიმეა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ვანო მერაბიშვილი ციხიდან საავდმყოფოში უკვე მესამედ გადაიყვანეს.