26-09-2018
ინტერვიუში ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე დაზვერვისა და უსაფრთხოების საკითხებში არნდტ ფრაიგატ ფონ-ლორინგოფენი ნატოს დაზვერვის ხასიათზე, მის მიმართულებებზე, ალიანსში არსებულ აზრთა სხვადასხვაობაზე, რუსეთის საფრთხეზე საუბრობს... იგი პასუხობს კითხვებს რუსეთის დაზვერვის მოქმედებაზე უკრაინასა და საქართველოშიც...
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:
- როგორ ხდება ნატოს კოორდინაცია კიევთან და თბილისთან დაზვერვისა და უსაფრთხოების საკითხებში? ამ სფეროს ექსპერტთა თქმით, საქართველოს და უკრაინის სპეცსამსახურები რუსეთის ჯაშუშებით არის სავსეო... ეთანხმებით ამ თვალსაზრისს?
- ჩვენ, ცხადია, ვთანამშრომლობთ უკრაინის და საქართველოს სპეცსამსახურებთან დაზვერვისა და უსაფრთხოების საკითხებში. მართალია, არც თბილისს და არც კიევს, ან სხვა რომელიმე პარტნიორს ჩვენს სადაზვერვო მონაცემებს არ ვუზიარებთ, მაგრამ სამაგიეროდ, შეგვიძლია დიალოგი გავმართოთ, თუ როგორ შეიძლება განხორციელდეს სპეცსამსახურების რეფორმა, მათი საქმიანობის გაუმჯობესება. რეფორმები უკიდურესად აუცილებელია, როცა საქმე უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების სწრაფვას ეხება.
- არიან თუ არა მზად კიევი და თბილისი ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის („მაპ“-ის) მისაღებად და მხოლოდ ნატოს წევრი-ქვეყნების პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ელოდებიან?
- „მაპ“-ის თაობაზე პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ნატოს წევრები კონსენსუსით იღებენ. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ივლისის სამიტზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები გახდებიან. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს გააგრძელოს ალიანსთან მჭიდრო ინტეგრირების კურსი. ამისათვის ბევრი შესაძლებლობა არსებობს, მაგალითად, ნატო-საქართველოს კომისია, „ყოველწლიური ეროვნული პროგრამა“, სამხედრო წრთვნებში მონაწილეობა... იგივეს ველოდებით უკრაინისგანაც: კიევმა ყურადღება უნდა მიაქციოს რეფორმების გატარებას, დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებას, კანონის უზენაესობას, თავდაცვის პოტენციალის განმტკიცებას - ნატოს სტანდარტების შესაბამისად.
- ესე იგი, ორივე ქვეყნის მიღების საქმე მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილებაზე არაა დამოკიდებული?
- რა თქმა უნდა, საბოლოოდ მაინც პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული, მაგრამ ამ ეტაპზე აუცილებელია ფოკუსირება მოვახდინოთ რეფორმების განხორციელების დროს მიღწეულ წარმატებებზე.
წყარო: «Delfi» (ლიეტუვა)