გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქალაქ კასპში მდინარე ლეხურას მარცხენა სანაპიროზე 848 გრძივი მეტრი გაბიონის მოწყობა მიმდინარეობს

15-04-2024

სამუშაოს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „სარტყელი“ ახორციელებს.


„მშენებლმა კომპანიამ მანამდე კი  მდინარის კალაპოტის ამოწმენდის და დაღრმავების სამუშაო შეასრულა.


აღნიშნული პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია, ვინაიდან დაცული იქნება იმ მოსახლეობის საცხოვრებელი ბინები და მიწის ფართობები, რომლებიც მდინარის კალაპოტის გასწვრივ მდებარეობენ.


პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება  1 087 976 ლარია“ –აღნიშნულია ინფორმაციაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728