16-04-2024
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი პოლიციას მოუწოდებს გაუძლონ მუქარას და ახსოვდეთ, რომ მათ უკან დგას ხალხი. როგორც ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს, არ შეუშინდნენ ბანდის მეთაურ სალომე ზურაბიშვილს და მის მიერ შეწყალებულ კრიმინალებს.
"მეც მივმართავ პოლიციელებს, „წინააღმდეგ შემთხვევამდე" არ მიიყვანოთ საქმე. გაუძელით ამ მუქარას. მიუხედავად იმისა, რომ თქვენს ფიზიკურ განადგურებას ამ ქვეყანაში უცხოტომელმა ქალმა „მწვანე შუქი" დაუნთო. ნუ შეუშინდებით ამ ბანდის მეთაურ სალომე ზურაბიშვილს და მის მიერ შეწყალებულ კრიმინალებს. ის ანჟელიკა არაა და „ანგელოზების მარკიზად" ვერ გამოდგება. თქვენს უკან, თქვენს გვერდში ჩვენ გვეგულეთ. პოლიციელი - გმირია!“ - წერს ქართველიშვილი.