გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იაპონური ფანქეიქების პირველი ქართული კაფე „ფუმფულა“ თიბისის პარტნიორია

17-04-2024

ბრენდ „ფუმფულას“ დამფუძნებლებმა – დავით ჯანელიძემ, თემურ გეგელიამ და არსენი იუდინმა – მსგავსი კაფეს გახსნა რვა თვის წინ გადაწყვიტეს. დავით ჯანელიძის თქმით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც შენიშნეს, როგორი პოპულარულია იაპონური ფანქეიქები იტალიასა და თურქეთში:ბრენდ „ფუმფულას“ დამფუძნებლებმა – დავით ჯანელიძემ, თემურ გეგელიამ და არსენი იუდინმა – მსგავსი კაფეს გახსნა რვა თვის წინ გადაწყვიტეს. დავით ჯანელიძის თქმით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც შენიშნეს, როგორი პოპულარულია იაპონური ფანქეიქები იტალიასა და თურქეთში:


„გვინდოდა, კვების ქართულ ბაზარზე რაღაც ნამდვილად ახალი შემოგვეტანა და იაპონურ ფანქეიქებზეც ამიტომ შევჩერდით. პირველი ობიექტის გახსნისთანავე სოცმედიაში ძალიან გავაქტიურდით და ხალხმაც მაშინვე აიტაცა ჩვენი დესერტები – ძირითადად, მოკლე ვიდეოებად დებდნენ, რადგან ეს ფანქეიქები, გარდა იმისა, რომ გემრიელია, ვიზუალურადაც ძალიან ლამაზია. მას შემდეგ, რაც მივხვდით, რომ იდეამ გაამართლა, უკვე ბიზნესის გაზრდაზე დავიწყეთ ფიქრი. ამაში ძალიან დაგვეხმარა თიბისი ბანკი. თიბისი სტარტაპერის პროგრამაში მივიღეთ მონაწილეობა და ახალი ფილიალის გახსნისთვის სესხი იოლად ავიღეთ“. 


„ფუმფულას“ ახალი ფილიალი ვაკეში, აბაშიძის 81-ში გაიხსნა. პირველი, ორბელიანზე მდებარე ობექტისაგან განსხვავებით, რომელიც სულ 15 კვ. მ.-ს იკავებდა, ვაკის ფილიალი 90 კვ. მ.-ზეა განთავსებული. აქ კონცეფციაც განსხვავებულია. 


„აბაშიძის ფილიალში დავამატეთ იაპონური ჩიზქეიქი – უგემრიელესი, ჰაეროვანი დესერტი. ასევე დავამატეთ იაპონური კერძები – ჯიოზა, ტემპურა და სხვ. აქ გვაქვს საუზმის ტიპის ფანქეიქებიც – ბენედიქტის ტიპის, კვერცხით, ასევე – ლორით და კვერცხით. ხშირად იაპონელებიც გვსტუმრობენ ხოლმე და, ალბათ ტრაბახად არ ჩამეთვლება თუ ვიტყვი, რომ ძალიან მოსწონთ ჩვენი კაფე. მიზეზი ისაა, რომ კლასიკური იაპონური ფანქეიქი ასეთი მრავალფეროვანი სოუსებით არ გამოირჩევა“. 


კაფეში ყველაზე პოპულარულია ფანქეიქი შოკოლადით და ბანანით, თუმცა ჟოლოს, მარწყვის, მანდარინის, კარამელის, ტირამისუს და სხვა სოუსებიანი ფანქეიქების დაგემოვნებაც შეგიძლიათ – არჩევანი მართლაც მრავალფეროვანია. 


„ფუმფულა“ უბრალოდ კვების ობიექტი არაა, ეს ერთიანი, კარგად მოფიქრებული კონცეფციაა. მასზე წარმოდგენის შექმნა ბრენდის ლოგოთი იწყება, რომელზეც ფერხორციანი, აშკარად რაღაცით ძალიან კმაყოფილი იაპონური კატაა გამოსახული. 


„ბრენდის პოზიციონირება ერთმნიშვნელოვნად მეგობრულია – ვზრუნავთ, რომ „ფუმფულა“ და ჩვენი ფანქეიქები მხოლოდ პოზიტიურ ემოციებს იწვევდეს, როგორც ზრდასრული და პატარა სტუმრების, ასევე თანამშრომლების. პერსონალთან დამოკიდებულება საკმაოდ ლიბერალური გვაქვს. დისციპლინა მნიშვნელოვანია, მაგრამ სიმკაცრე და ტოქსიკური გარემო – სრულიად მიუღებელი. ჩვენ გვყავს როგორც გამოცდილი თანამშრომლები – მაგალითად, ჩვენი შეფი დიმიტრი კიტრიაშვილი – ასევე კადრები, რომლებსაც აყვანისას გამოცდილება არ აქვთ და ჩვენ ვასწავლით. ხშირად ვასაქმებთ სტუდენტებს. სხვათა შორის, „თიბისი ახალგაზრდობასთან“ თანამშრომლობით, სტუდენტური ბარათის მფლობელებისთვის 20%-იანი ფასდაკლება გვაქვს. რაც შეეხება, ზოგადად, საფასო პოლიტიკას, ვცდილობთ, შეძლებისდაგვარად დაბალი ფასები გვქონდეს, თანამშრომლების ანაზღაურება კი, თამამად შემიძლია ვთქვა, ქართული ბაზრის გათვალისწინებით, საკმაოდ კარგია. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ბრენდისგან გამოწვეული ზოგადი კმაყოფილებისა და პოზიტივის ნაწილია“.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930